აჭარაში ინოვაციების და ტექნოლოგიების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

აჭარაში ინოვაციების და ტექნოლოგიების გრანტების პროგრამის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, საინვესტიციო კომიტეტის წევრები და კონკურსში მონაწილე სტარტაპები ესწრებოდნენ. მათივე ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ გამარჯვებულ სტარტაპერებს წარმატება მიულოცა და ქვეყანაში თანამედროვე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა, რომელიც ძალიან სწრაფად, ძლიერად ვითარდება როგორც რეგიონში, ასევე ქვეყანაში თქვენი მხრიდან მხარდაჭერილი იყოს იმ ახალი ინოვაციებით, იმ კრეატიულობით, რომელიც გვჭირდება ჩვენ და თანამედროვე ეკონომიკას.

ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაც, პრიორიტეტი გახლავთ ადამიანური კაპიტალის განვითარება, ახალი ინოვაციების შექმნა. ბუნებრივია, ჩვენ მივესალმებით თითოეულ თქვენგანს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც გააჩნია ამ ყველაფრის შესაძლებლობა, მოტივაცია, უნარები და ეს სამეწარმეო სულისკვეთება და მუხტი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ის ინკლუზიური განვითარება, რომელიც ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია იგრძნობოდეს ყველგან - ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში.

მინდა თითოეულ თქვენგანს მივულოცო ეს გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ეს არის დასაწყისი ახალი გამარჯვებების, იმ ძალიან გრძელი გზის, სადაც თქვენი ახალი ტექნოლოგიები, ახალი პროდუქტები იქნება გამოყენებული“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

როგორც უწყებაში ამბობენ, პროექტი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით ჩატარდა. სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა წელს მერვედ გამოაცხადა. ღონისძიებაზე 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოვლინდა, თითოეული მათგანი 150 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა.

გიორგი ანთაძე - თუ ასე გაგრძელდა, დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენას და სათანადო რელსებზე დაბრუნებას დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს, ან კიდევ სულაც წარმოუდგენლად გართულდეს
იოსებ მურმანიშვილი - ოსტეოართრიტის სამკურნალოდ კლინიკა „ნიუმედი“ პაციენტებს ინექციური მკურნალობის მეთოდს სთავაზობს, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახსრების ფუნქციას და შესაბამისად ზრდის პაციენტის ცხოვრების ხარისხს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2024
რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ევროკავშირი პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის” ფარგლებში მნიშვნელოვან შედეგებს აქვეყნებს
TNET-ის რეგისტრაციის ოფისი უძრავი და მოძრავი ქონების გაფორმებისა და რეგისტრაციისთვის თბილისში
.ge დომენი წელიწადი 1 ლარად - Domenebi.ge-ს მომხმარებლებს დომენების 2 წლით შეძენა 51 ლარად შეუძლიათ
გაზრდილი სიჩქარე, უცვლელი ფასი