Kontakt Home გლდანში ელექტრონიკის ყველაზე დიდ მაღაზიას ხსნის

მომხმარებლების ბედნიერების მიზნით, კონტაკტ ჰოუმი კიდევ უფრო დიდ ელექტრნონიკის მაღაზიას ხსნის, გლდანში კი ყველაზე დიდს!

17 ივნისს 17:00 საათზე გლდანი მოლის მეორე სართულზე მაღაზია „კონტაქტ ჰოუმი“ გახსნის ცერემონიას უმასპინძლებს და სტუმრებს ელოდებათ მხიარული და რაც მთავარია - მომგებიანი საღამო!

რატომ “კონტაკტ ჰოუმი”?

  1. 20 000-ზე მეტი პროდუქტი ერთ სივრცეში

ელექტრო კბილის ჯაგრისიდან მაცივრამდე - პროდუქციის ყველაზე ფართო არჩევანი ერთ სივრცეში. ახლა თქვენ უკვე არ დაგჭირდებათ ერთი მაღაზიიდან მეორეში გადანაცვლება, რათა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი.

2. ყველა ბრენდი ერთ სივრცეში

Apple, Samsung, Xiaomi, Huawei, Vivo, LG, Bosch, Dyson, Philips, Braun, DeLonghi, Gree და სხვა. მაღაზიაში ოფიციალურად წარმოდგენილია 30-ზე მეტი ბრენდი. ასე რომ, თავის საყვარელ ბრენდსა და პროდუქტს კონტაკტ ჰოუმში ყველა იპოვის.

3. მაღალი ხარისხის მომსახურება

მუდამ პოზიტიური და მუდამ ბედნიერი თქვენი ხილვით! დახვეწილი, ჭკვიანი და სწრაფი – მომსახურების ხარისხი, რომელსაც იმსახურებ! კონტაკტ ჰოუმის კონსულტანტები ყველაფერს იღონებენ, რათა მაღაზია ხალისიანად დატოვოთ.

4. საუკეთესო ფასზე გარანტია

შეუძლებელი ჩანს, თუმცა თუ თქვენ იპოვით უკეთეს შეთავაზებას პროდუქტზე, ვიდრე კონტაკტ ჰოუმში, ისინი აღმოფხვრიან სხვაობას და მეტიც - შემოგთავაზებენ ფასდაკლებას 120%იანი სხვაობით.

5. კამპანიები სპეციალურად თქვენთვის!

კამპანიები, რომლებიც შექმნილია თქვენი მოლოდინების გასამართლებლად და უფრო მეტისთვის. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ პროდუქტი უფასოდ მხოლოდ კამათლის გადაგდებით!

რატომ უნდა დაესწრო გახსნის ცერემონიას?

თუ მოგება გიყვარს, ამ დღეს შენი წარმატების შანსი ერთიორად იზრდება! კონტაკტჰოუმში გათამაშებებისა და მომგებიანი შეჯიბრებების ცვენა გელოდება. ასე რომ, დროა შენი იღბალი და უნარები კიდევ ერთხელ მოსინჯო. თუმცა, მთავარი მიზეზი ჯერ წინ არის!

თითოეულ მომხმარებელს, რომელიც კონტაკტჰოუმში პროდუქტს შეიძენს, საშუალება ექნება გააგოროს კამათელი, ხოლო ყველაზე იღბლიანები, რომლებიც 6-6 კომბინაციას დასვამენ, შენაძენს უფასოდ მიიღებენ!

თუ კამათლებმა თქვენთვის არ გაისრლა, ნუ დაღონდებით! კონტაკტჰოუმში 50%-მდე ფასდაკლების აქციით ისარგებლებს ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც პროდუქტს ნაღდი ანგარიშსწორებით შეიძენს.

როგორც კონტაკტ ჰოუმში გაგვიმხილეს, მათი მიზანია, გახსნის საღამოს ყველა გამარჯვებული დარჩეს! შესაბამისად, საღამოს სასიამოვნო ცოცხალი მუსიკის ჰანგები გააფორმებს, სპეციალურად მოწვეული ბარისტა ვიზიტორებს მასტერკლასსაც შესთავაზებს და შეძლებთ ნამდვილი, არომატული ყავის გემოც შეიგრძნოთ.

თუ გახსნის ცერემონიას მცირეწლოვან ოჯახის წევრთან ერთად დაესწრებით, კონტაკტ ჰოუმში მათ განწყობაზეც იზრუნებენ. პატარები შეძლებენ დრო მხიარულად გაატარონ გლდანი მოლის საბავშვო ზონაში, ჩვენი სპეციალისტების დახმარებით სახე მოიხატონ საზაფხულო ფერებში და ზღაპრულ სამყაროშიც იმოგზაურონ.

და მაინც რატომ უნდა ესტუმროთ კონტაკტჰოუმს?

17 ივნისს, გლდანი მოლის მეორე სართულზე, კონტაკტ ჰოუმი ელოდება ყველას, ვისაც სურს სასიამოვნო დრო გაატაროს და მომგებიანი შენაძენიც გააკეთოს.

შეგახსენებთ, კონტაკტჰოუმი თბილისში უკვე ორი მაღაზიით არის წარმოდგენილი, ონლაინ მაღაზიდან www.kontakt.ge კი პროდუქციის შეძენა მთელი ქვეყნის მასშტაბით არის შესაძლებელი. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქსელის ოფიციალურ გვერდებზე ან დარეკოთ ცხელ ხაზზე *6060.

https://www.facebook.com/kontakt.ge/

https://www.instagram.com/kontakt.ge/?igshid=YmMyMTA2M2Y%3D&fbclid=IwAR1wBurbPSyA_980vYUjhgkS93xptpQMVDF54F48jWJXVr_vnRkpLnmzFP4

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა