გიორგი ბოტკოველი - ვინმეს სჯერა, რომ 16 ივნისის აქცია სალომე ზურაბიშვილის დაგეგმილია? - გამორიცხავთ, რომ ადამიანი, რომელიც ივანიშვილის ქებით იწყებს და ამთავრებს, 16-შიც მადლობას არ გადაუხდის მას?!

ვინმეს სჯერა, რომ 16 ივნისის აქცია სალომე ზურაბიშვილის დაგეგმილია? ეს არის ხელისუფლების დაგეგმილი აქცია, რომელიც გააჟღერებინეს ზურაბიშვილს - გამორიცხავთ, რომ ადამიანი, რომელიც ივანიშვილის ქებით იწყებს და ამთავრებს, 16- შიც მადლობას არ გადაუხდის ივანიშვილს?! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, მივლენ თუ არა 16 ივნისს დაგეგმილ აქციაზე, თავად მისვლას არ აპირებს და 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე წავა. მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს ივანიშვილის ვალი აქვს, რომ პრეზიდენტია და მისი განცხადებებიც ამ ვალის გადახდას ემსახურება.

„ყველაზე მეტად რაც იყო დასამახსოვრებელი, ეს იყო მადლობა ივანიშვილს. როცა საქართველოში არ იმყოფებოდა და იქიდან განცხადებას აკეთებდა, მისგან მოვისმინეთ, რომ ივანიშვილს არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა, ჩამოვიდა აქ და თქვა, რომ ივანიშვილს უნდა გადავაყოლოთ. მისი მადლობები ამას გულისხმობდა. საუბრობენ, რომ ქართველ ხალხს თურმე ვალი ჰქონია ივანიშვილის, ქართველ ხალხს არა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს კი ნამდვილად აქვს ვალი ივანიშვილის, რომ დღეს პრეზიდენტია და ამ ყველაფრის გადახდას ცდილობს თავის ქმედებებით და განცხადებებით. თუნდაც ის, რაზეც ისაუბრა, რომ გაფუჭებული საქმე დახვდა ბრიუსელში, მან რა გააკეთა მთელი ეს პერიოდი, რაც პრეზიდენტია, რომ არ გაფუჭებულიყო ან იმ კონკრეტულ სიტუაციაში რა გააკეთა, რომ გამოესწორებინა. ის დაუპირისპირდა მთელ იმ პროცესს, რაზეც საუბრობს ევროპარლამენტის რეზოლუცია და გააგრძელა ხოტბის შესხმა ივანიშვილისთვის, ეს მოსალოდნელიც იყო“, - განაცხადა ბოტკოველმა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს