გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების 800 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რებილიტაცია მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების 800 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, სარეაბილიტაციო სკოლაში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად იქნება ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მათივე ცნობით, პროექტს საქართველოს მთავრობა 4.1 მილიონი ლარით აფინანსებს.

,,მუნიციპალური განვითარების ფონდი მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს სოფელ გამარჯვების სკოლის რეაბილიტაციას. სამწუხაროდ, კონტრაქტორ კომპანია, სათანადოდ ვერ ასრულებს ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს. მას საკმაოდ დიდი ჩამორჩენა აქვს გეგმა გრაფიკიდან. ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია მისთვის მითითების მიცემა,“-განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორის პირველმა მოადგილე, გიორგი ციბაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, სამუშაოების შესრულების პროცესის გაცნობისას.

გიორგი ციბაძის თქმით, კონტრაქტორ კომპანიას მიეცა საბოლოო გაფრთხილება და თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სათანადოდ არ შესრულდება უახლოეს პერიოდში, ფონდი მიმართავს ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციებს.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე