გორში ანტონოვისა და სააკაძის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება

გორში, ანტონოვისა და სააკაძის ქუჩების რეაბილიტაცია მალე დაიწყება. გორის მერიის ინფორმაციით, ორივე ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა (ერთი შესყიდვა).

„ტენდერის სავარაუდო ღირებულება 718 970 ლარია. ანტონოვის ქუჩა, რომელის სიგრძეც 380 მეტრია, თამარ მეფისა და სტალინის გამზირებს აკავშირებს,.

ქუჩაზე იგეგმება ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ტროტუარების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა.

სააკაძის ქუჩის სიგრძე 509 მეტრია. აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა.

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=462760&lang=ge “,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა