ზაჰესში, შოთაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისი მერიის ინფორმაციით, გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, ზაჰესში, შოთაძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 475 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა, 936 გრძივ მეტრზე კი წყალარინების ქსელი იცვლება. სამუშაოების შემდეგ, დაახლოებით, 3 500 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

სანიაღვრე ქსელისა და გზის საფარის მოწყობისთვის 415 900 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს