იენს სტოლტენბერგი - ჩვენ განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ რისკის ქვეშ მყოფი ისეთი პარტნიორების პრაქტიკული მხარდაჭერა, როგორიც არის ბოსნია-ჰერცოგოვინა და საქართველო

ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ რისკის ქვეშ მყოფი ისეთი პარტნიორების პრაქტიკული მხარდაჭერა, როგორიც არის ბოსნია-ჰერცოგოვინა და საქართველო, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამ სახიფათო სამყაროში, ჩვენ ნატო უფრო ძლიერი უნდა გავხადოთ და უფრო მეტად უნდა დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს. ეს არის ის, რასაც ჩვენ, თავდაცვის მინისტრებთან მიმდინარე კვირაში დაგეგმილ შეხვედრებზე გავაკეთებთ. დღეს საღამოს, ჩვენ შევხვდებით უკრაინის, საქართველოს, შვედეთის, ფინეთისა და ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებს. ეს არის უკრაინის თავდაცვის მინისტრ რეზნიკოვისთვის შესაძლებლობა, რომ უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების შესახებ განახლებული ინფორმაცია მოგვაწოდოს. მოკავშირეები მზად არიან, რომ გააგრძელონ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება, რომელიც უკრაინას სჭირდება, მძიმე იარაღისა და შორ მანძილზე მოქმედი იარაღის ჩათვლით. ჩვენ ასევე განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ რისკის ქვეშ მყოფი სხვა პარტნიორებისთვის პრაქტიკული მხარდაჭერა, როგორიც არის ბოსნია ჰერცეგოვინა და საქართველო“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

კითხვაზე, თუ რას უნდა ველოდოთ საქართველოსთვის ნატო-ს მადრიდის სამიტზე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ უკრაინაში სასტიკი შეჭრის ფონზე საქართველოსთვის დახმარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

„საქართველო ლიდერებთან შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულია. ვფიქრობ, ეს სოლიდარობისა და ნატო-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. მე ვფიქრობ, რომ უკრაინაში სასტიკი შეჭრის ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა თავიანთი მხარდაჭერა სხვა პარტნიორების მიმართ გააძლიერონ, რომლებიც რუსული აგრესიის წინაშე დაუცველები არიან. რა თქმა უნდა, საქართველოც ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა. რუსეთი საქართველოს გარკვეულ ადგილებში უკვე შეიჭრა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს. ველოდები, რომ მოკავშირეები პრაქტიკული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით, კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდებიან, რათა გაიზარდოს საქართველოს უნარი, რომ რუსეთის ინტერვენციას წინ აღუდგეს“, - დასძინა სტოლტენბერგმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს