„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურ დირექტორად ხულიან ფერნანდესი დაინიშნა

სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ („ეიპიემ ტერმინალს ფოთის“) გენერალური დირექტორის პოზიციაზე დღეიდან ხულიან ფერნანდესი დაინიშნა და გახდა ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი გუნდის წევრი. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

ხულიან ფერნანდესი, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გუნდს, 2020 წლის თებერვალში შემოუერთდა ფინანსური დირექტორისა და გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. შესაბამისად, ის შესანიშნავად იცნობს ნავსადგურს, დაინტერესებულ მხარეებსა და პარტნიორებს, ისევე როგორც ქვეყნის კულტურულ ნიშან-თვისებებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს წინა პოზიციაზე დაგროვილი გამოცდილება, როგორც „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ უფროსი მენეჯმენტის გუნდის წევრი, იქნება უზარმაზარი სარგებელი კომპანიის შემდგომი ზრდისთვის“, - ამბობს ფერნანდესი.

„კომპანიის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, ხალხის გაძლიერება, დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობა, ასევე ახალი ინვესტიციებისა და გაფართოების გეგმების განხორციელება ფოთში, რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, ჩემი დღის წესრიგის პრიორიტეტს წარმოადგენს“, - განაცხადა ფერნანდესმა.

„ფოთში მუშაობის დაწყებამდე ხულიან ფერნანდესს ჰქონდა შესანიშნავი კარიერული წინსვლა A.P. Moller - Maersk-ში 2001 წლიდან, როდესაც ის პირველად შეუერთდა ჯგუფს, როგორც MISE სტაჟიორი. ევროპისა და ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში Maersk-ში და Damco-ში მუშაობის შემდეგ, 2011 წლის დეკემბერში იგი გადავიდა პანამაში მდებარე, „ეიპიემ ტერმინალსის“ კორპორაციული განვითარების გუნდში, სადაც მისი ძირითადი საქმიანობა და პასუხისმგებლობა ლათინურ ამერიკაში ახალი პორტებისა და ტერმინალების ინვესტიციების დადგენას და უზრუნველყოფას წარმოადგენდა. ამ რეგიონში ყოფნის დროს ხულიანი მუშაობდა რამდენიმე მსხვილი პორტის სატენდერო წინადადებებზე, ასევე ახალი კომპანიების შერწყმა და შეძენასთან (M&A) დაკავშირებულ გარიგებებზე. 2014 წლიდან ის გახდა ლათინური ამერიკის რეგიონის მმართველი გუნდის წევრი და ხელმძღვანელობდა კორპორაციული განვითარების გუნდის საქმიანობას აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალში.

ხულიან ფერნანდესის ახალ პოზიციაზე დანიშვნის პარალელურად, ევროპის რეგიონის ტერმინალების ხელმძღვანელმა იგორ ვან დენ ესსენმა მადლობა გადაუხადა კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს კელდ მოსგაარდ ქრისტენსენს ფოთის საზღვაო ნავსადგურში მისი 2.5 წლის განმავლობაში გაწეული განსაკუთრებული მოღვაწეობისთვის.

„მისი ხელმძღვანელობით, კომპანიისთვის მომხმარებელი გახდა უმთავრესი, რასაც მოწმობს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის (NPS) ქულის მნიშვნელოვანი მატება, კომპანიის აქციონერებისთვის განსაკუთრებული მოგების უზრუნველყოფის პარალელურად; არანაკლებ აღსანიშნავია ბევრი ნაყოფიერი და შედეგიანი CSR პროექტი, რომლებიც ადასტურებენ კომპანიის ერთგულებას და ზრუნვას იმ საზოგადოების მიმართ, სადაც ის ოპერირებს“, - ამბობს იგორ ვან დენ ესსენი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს