ილია ვერძაძე - ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო და არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად

ჩვენ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებამდე, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც საჭირო და აუცილებელი იყო და არის პოზიტიური გადაწყვეტილების მისაღებად, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ილია ვერძაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აწარმოებენ საინფორმაციო კამპანიას, სადაც დიპლომატიური კორპუსი აქტიურად მუშაობს ევროპელ კოლეგებთან.

„როცა გინდა საკუთარი სურვილი და განაცხადი გაამყარო, მიმართავ რამდენიმე გზას: ატარებ კვლევას/სოციოლოგიურ გამოკითხვას, ან აწყობ აქციას.

ჩვენ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებამდე, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც საჭირო და აუცილებელი იყო და არის პოზიტიური გადაწყვეტილების მისაღებად.

ვაწარმოებთ საინფორმაციო კამპანიას, დიპლომატიური კორპუსი აქტიურად მუშაობს ევროპელ კოლეგებთან. ამდენად, ეს გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი.

გვაქვს „გორბის“ მიერ ახლახან ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 85,9 % სამართლიანად მიიჩნევს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ამ ფონზე აქციის გამართვა (რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ მცირე ზომის აქცია-პერფომანსებს, რომელიც პოზიციის დასაფიქსირებლად ტარდება), მით უფრო ასეთ შემჭიდროებულ დროში და მოუმზადებლად, სადაც არათუ 86%, არამედ 0,086%- იც ვერ გამოვა, ვფიქრობ, წამგებიანია და საქართველოს მტრებს, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, კვლავ მისცემს უსამართლო დემარშების საფუძველს“, - განაცხადა ილია ვერძაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს