გორში ძველი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ქალაქ გორში ძველი ხიდის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის დასრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში იგეგმება. ამასთან, პროექტირების პროცესში ჩართული იყო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.

მერიის ინფორმაციითვე, ხიდს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს და რეაბილიტაციის პროცესში მაქსიმალურად შეუნარჩუნდება მისი პირვანდელი ისტორიული სახე.

„ძველი ხიდი ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომლის რეაბილიტაციაც პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში მდგრადი განვითარების“ ფარგლებში ევროკავშირისგან მოპოვებული გრატით ხორციელდება. პროექტის მიზანს ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენს. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 958 836,3 ევროა, საიდანაც ევროკავშირისგან გრანტის სახით 600 000 ევრო გამოიყო, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილი 358836,36 ევროს შეადგენს. პროექტი, რომლის ხანგრძლივობაც 59 თვეს შეადგენს, 2022 წლის 31 დეკემბერს სრულდება.

გორის ძველი ხიდი 1908 წელს აშენდა. ნაგებობა წარმოადგენს საქართველოში პირველ რკინაბეტონის ხიდს. აღნიშნული პერიოდისთვის რკინაბეტონის მასალა წარმოადგენდა ინოვაციას, როგორც საქართველოსთვის ისე მსოფლიოსთვის. ხიდი სამეფოს ქუჩის დასაწყისში, მდინარე მტკვარზე მდებარეობს. ის ქალაქის ძველ უბანსა და ცენტრალურ ნაწილს რკინიგზის სადგურის დასახლებასთან აკავშირებს“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა