დავით გაბაიძემ უმაღლესი საბჭოს ბიუროს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება წარუდგინა

აჭარის უმაღლეს საბჭოში ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების განხილვის პროცედურები იწყება.

გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს რიგით მე-3 სხდომაზე მიიღეს.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლეს საბჭო ავრცელებს.

მათი ცნობით, საკითხი ბიუროს უმაღლესი საბჭოს წევრმა, დავით გაბაიძემ წარუდგინა, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

ამასთან, ბიუროს გადაწყვეტილებით, შეიცვალა „მინისტრის საათის“ განრიგი. 21 აპრილს კანონმდებლები ერთდროულად მოუსმენენ აჭარის სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებს.

ბიუროს წევრებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის დეტალურ განწერაში შესატან ცვლილებასაც, რომელიც სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსმა, ზურაბ ჭურკვეიძემ წარმოადგინა.

სხდომის დასასრულს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს დაწყებული ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელებისაკენ მოუწოდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან