შალვა პაპუაშვილი - ფინეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ ცალსახაა

ფინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან, ის ერთ-ერთია, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს 23-24 ივნისს ევროპული საბჭოს სხდომაში და გადაწყვეტილებას იღებს კანდიდატობის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით - მათი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არის ცალსახა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ფინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, სანა მარინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მსჯელობისას, ევროპულმა საბჭომ საკითხის გეოპოლიტიკური განზომილება გაითვალისწინოს.

„მნიშვნელოვანია, რომ ახლა, როდესაც ევროპული საბჭო იმსჯელებს საქართველოსთვის, მოლდოვასთვის და უკრაინისთვის სტატუსის მინიჭების საკითხზე, გაითვალისწინონ, მათ შორის, განსაკუთრებით, ამ საკითხის გეოპოლიტიკური განზომილება, ვინაიდან ის, რომ ამ სამმა ქვეყანამ გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე და განაცხადის გაკეთება შესაძლებელი გახდა, ეს იყო ევროკავშირის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. ახლაც, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, უნდა იყოს, მათ შორის, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ვისაუბრეთ საზოგადოებაში არსებულ მოლოდინებზე, იმაზე, რომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ, ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს ევროკავშირისგან სოლიდარობის სიგნალი და მეორეს მხრივ, ევროკავშირმა გააგზავნოს ცალსახა სიგნალი რუსეთის მიმართ, რომ აგრესიული დამოკიდებულება მეზობლების მიმართ ევროკავშირისთვის არის მიუღებელი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს