აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები  ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროპარლამენტარ ლუკას მანდლს შეხვდნენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით ბაციკაძე, ლაშა სირაბიძე და ირაკლი ჩავლეიშვილი ევროპარლამენტარ ლუკას მანდლს ბრიუსელში, ევროპარლამენტში შეხვდნენ, სადაც ორგანიზაციის „საერთაშორისო ფონდი უკეთესი მმართველობისთვის“ (IFBG) მიწვევით, 13-16 ივნისის ჩათვლით, იმყოფებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

„ვისაუბრეთ ევროინტეგრაციის გზაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონების განვითარების საჭიროებებზე, მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, ევროპული გამოცდილების გაზიარებასა და ინსტიტუციონალური განვითარების აუცილებლობაზე“, - განაცხადა უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ.

სამუშაო შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და მასში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების რეგიონების წარმომადგენლებთან ერთად, თვითთმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ.

„საერთაშორისო ფონდი უკეთესი მმართველობისთვის“ მსგავს შეხვედრებს ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების რეგიონების წარმომადგენლებთან მომავალშიც გეგმავს.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე