თამარ არჩუაძე - PASSENGER TERMINAL EXPO 2022 არის პირველი საერთაშორისო ტრიბუნა, სადაც ქუთაისის განახლებული აეროპორტი მასშტაბურად წარვადგინეთ

პარიზში მიმდინარე მსოფლიოს აეროპორტების უმსხვილეს გამოფენასა და კონფერენციაზე საქართველო აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა წარმოადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველო აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, თამარ არჩუაძე, რომელიც ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო, მსოფლიოს უმსხვილესი აეროპორტებისა და საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გააცნო.

,,PASSENGER TERMINAL EXPO 2022- ზე წარმოვადგინეთ პრეზენტაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებულ უნივერსალურ ბიზნეს-მოდელზე. გაფართოების შემდეგ, ეს არის ჩვენი აეროპორტის პირველი მასშტაბური წარდგენა საერთაშორისო ტრიბუნაზე. ვცდილობთ, ყველა საერთაშორისო დონის ღონისძიებებზე მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნისა და აეროპორტების სწორი პოზიციონირება. პრეზენტაციისას ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რაც ქუთაისის აეროპორტს გაფართოების შემდეგ გაუჩნდა და რასაც ჩვენ მგზავრებსა და ავიაკომპანიებს ვთავაზობთ, მათ შორის რეგიონში კონკურენტული ფასებით“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა PASSENGER TERMINAL EXPO 2022 -ზე კონფერენციაზე ქუთაისის აეროპორტის შესახებ პრეზენტაცია ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-ს დირექტორთან ერთად წარადგინა, რომელსაც აეროპორტის კონცეფტ-დიზაინი ეკუთვნის.

ფრანს ვან ვუურემ აუდიტორიას ტერმინალის დიზაინი გააცნო, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს. მისი განცხადებით, ახალი ინტერიერი ქუთაისის აეროპორტის სავიზიტო ბარათია, რომელიც მთლიანად მგზავრების კომფორტზეა ორიენტირებული.

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დაპროექტებისას გაგვიჩნდა იდეა, რომ აეროპორტი არ ყოფილიყო მხოლოდ ქვეყნიდან გამგზავრებისთვის, ან ჩამოფრენისთვის. არამედ ყოფილიყო ადამიანების შეხვედრის ადგილი, მათ თავი ეგრძნოთ კომფორტულად და ეპოვათ ახალი გამოცდილება, მაგალითად იმ უნიკალურ გამწვანებულ ტერასაზე, რომელიც ქუთაისის აეროპორტის განახლებულ ტერმინალს აქვს“, - განაცხადა ფრანს ვან ვუურემ.

პრეზენტაციის დასრულებისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით აუდიტორიიდან დასმულ კითხვებს უპასუხა.

PASSENGER TERMINAL EXPO მსოფლიოში აეროპორტების უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენაა, რომელიც განლაგებულია 19 ათას კვადრატულ მეტრზე. ორი წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს 1900 მეტი აეროპორტის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ შეიკრიბნენ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის