მიხეილ ყაველაშვილი - სალომე ზურაბიშვილი გათვითცნობიერებული არ არის, ვისი პრეზიდენტია

ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ სალომე ზურაბიშვილი გათვითცნობიერებული არ არის ვისი პრეზიდენტია, მისი ბრიფინგი იყო არეული, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები.

უმრავლესობის წევრის შეფასებით, პრეზიდენტი საუბრობდა, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, ან რომელიღაცა ქვეყნის ელჩი.

„ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ის გათვითცნობიერებული არ არის, ვისი პრეზიდენტია. ბრიფინგი იყო არეული. ის არა როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, ან რომელიღაცა ქვეყნის ელჩი ისე საუბრობდა.

ღვთის წყალობით, ნელ-ნელა ყველა მივდივართ და ვთანხმდებით, რომ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი, ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ამ პროცესს ხელი არავინ შეუშალოს.

საქართველოს მოქალაქის არჩევანს და გადაწყვეტილებას ვერც ხელოვნურად, ვერც შანტაჟით და ვერც მანიპულაციებით ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ ვინმემ ამ თავისუფალი არჩევანის განსაზღვრაში ხელი შეუშალოს მათ. ჩვენ ვალდებულება გვაქვს ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რომ მათ ჩვენ სიმართლე ვუთხრათ, რა შევძელით, რა ვერ შევძელით, შემდეგ მათ შეაფასონ. არ მოსწონთ „ქართული ოცნება“? გაისტუმრონ სახლში, ეს არის დემოკრატიული პროცესი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან