კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

კახეთში დილიდან სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. სეტყვამ განსაკუთრებულად დააზარალა გურჯაანის მუნიციპალიტეტი.

ადგილობრივების თქმით, სოფელ ჩუმლაყსა და ახაშენში მოსავლის 80%- ი თითქმის განადგურებულია.

სეტყვამ, რომელიც 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა ატმის, გარგარის და ქლიავის ბაღები დააზიანა. დაზიანებულია ვენახების ნაწილიც.

ფერმერების და მევენახეების ნაწილს ვენახები დაზღვეული არ აქვს, ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ სადაზღვევო სისტემას ალტერნატივა არ აქვს და ამ პროგრამაში ჩართვა მათი დაცვის საუკეთესო საშუალებაა.

გურჯაანის მერიაში შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისია სტიქიის ზონაში დილიდან მუშაობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა