ბორჯომის პარკი-სადგერის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის საავტომობილო გზაზე 6.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება ბორჯომის ცენტრალური პარკის შესასვლელიდან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის საავტომობილო გზის დასაწყისში და სრულდება სოფელ სადგერის ტერიტორიაზე. აღნიშნული მონაკვეთი საკურორტო ზონაში გადის და ამ გზაზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„პროექტის შესაბამისად განხორციელდება, გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, საგზაო სამოსის რეაბილიტაცია, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების (მილების, ტროტუარების სანიაღვრე ქსელის) შეკეთება და ახლების მოწყობა, გზის სავალი ნაწილის გაგანიერება, ადგილობრივ გზებთან მიერთებების და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების ახლიდან მოწყობა, სავალი ნაწილის მონიშვნა, საგზაო ნიშნების და შემოფარგვლის მოწყობა, რაც უზრუნველყოფს ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო მოძრაობას. განახლებული გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აქ მცხოვრები ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობებს. პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3.4 მლნ. ლარით ფინანსდება და სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა