„ავერსის“ საბაჟო საწყობმა საბითუმო დისტრიბუტორის GDP სერტიფიკატი მოიპოვა

2022 წლის 13 ივნისს „ავერსმა“ მორიგ წარმატებას მიაღწია - კომპანიის საბაჟო საწყობმა მკაცრი სახელმწიფო ინსპექტირების შედეგად ნაციონალური საბითუმო დისტრიბუტორის GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი მოიპოვა.

დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გასცა.

სერტიფიკატი ადასტურებს, რომ „ავერსი-ფარმას“ საბაჟო საწყობი აკმაყოფილებს საქართველოს ნაციონალურ სტანდარტად აღიარებულ და ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის მოთხოვნებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ „ავერსის“ საბაჟო საწყობი ფლობს ISO 9001 : 2015 - გერმანულ სერტიფიკატსაც, რომელიც ხარისხის მართვის ჰოლდინგმა - TÜV-SUD -მა ჯერ კიდევ 2017 წლიდან გადასცა.

GDP სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას. სერტიფიკატი კიდევ ერთხელ ადასტურებს „ავერსის“ სანდოობასა და ხარისხის მაღალი სტანდარტების მიმართ მის ერთგულებას.

(R)

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს