გიგა ბოკერია - ივანიშვილის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობით საზოგადოების გაურკვევლობაში დატოვება მცდარ ნაბიჯად მიგვაჩნია - ზურაბიშვილი საკუთარი პოზიციის გაძლიერებას ცდილობს ივანიშვილის კარზე

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას ინფორმაციით, მათი პარტია დღეს დაგეგმილ აქციას არ დაესწრება.

როგორც ბოკერიამ განმარტა, სალომე ზურაბიშვილის „მოღვაწეობა და განცხადებები მთლიანად სიყალბე, საკუთარი რეპუტაციის დაცვის მცდელობა და ივანიშვილის გარემოცვაში მისი სხვადასხვა ფრთის ერთმანეთთან დაპირისპირებაა“.

„ევროპული არჩევანი არის როგორი ქვეყანა ხარ, როგორ ცხოვრობ. ამიტომ სწორედ ევროპული, თავისუფალი არჩევანის საწინააღმდეგო ამბავია ფარისევლობა, ბუნდოვანების შეტანა და მკაფიო პოზიციის არქონა იმაზე თუ ვინ რას წარმოადგენს. ხვალ რომ თქვას „ალტინფომ“ გადავიფიქრეთ, ჩვენ გვინდა ევროპა, მოდით ერთად დავდგეთო, ოღონდ ყველა სხვა საკითხში ისევ ისე იქცეოდნენ, როგორც ახლა იქცევიან, იგივეა ეს რეჟიმიც. ამ რეჟიმის პრობლემა ის კი არ არის, რომ ფორმალურად არ იძახიან ევროპული მომავალი გვინდაო, შინაარსში არიან ანტიევროპულები და ანტიდასავლურები, ეგ უნდა ვამხილოთ. ჩვენი ამოცანა ამ რეალობის შეცვლაა და ეს რაღაც სისულელეა, თითქოს უნდა დავასწროთ გადაწყვეტილებას და ვაჩვენოთ ჩვენი არჩევანი, თითქოს ახლა რამდენიმე დღეში წყდება საკითხი. ვითარება ამ რელსებზე უკვე კარგა ხანია დგას, უბრალოდ კიდევ უფრო დამძიმდა ეს ყველაფერი უკრაინაში პუტინის ბოლო აგრესიის შემდეგ, გარემოებებმა კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენა როგორი მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქვეყნის შიგნით. ამ ყველაფერს სხვათა შორის ცალკეული პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებაც არ უშველიდა, მაგრამ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ფაქტორი, იმისა რომ იქნებ რამე იცვლება, მაგრამ ჩვენ კი ვნახეთ, რომ ბევრჯერ მოხდა მსგავსი რამ მანევრირებისთვის და შემდეგ ისევ განახლდა დაჭერები. ავტორიტარული რეჟიმები ასე იქცევიან ხოლმე, ვიღაცას გაუშვებენ და მერე დაიჭერენ. არსებითი ვითარება გვაქვს შესაცვლელი“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მან სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა. გიგა ბოკერიას თქმით, სალომე ზურაბიშვილმა „გაიმეორა ის აბსურდი, რომ მთავრობასთან ერთად დამნაშავე რადიკალური ოპოზიციაა“.

,,ზურაბიშვილი საკუთარი პოზიციის გაძლიერებას ცდილობს ივანიშვილის კარზე, ეს არაფერ შუაშია იმ პრობლემასთან, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ამ ყველაფრის ძირი ივანიშვილის რეჟიმი უნდა მოვიშოროთ, მათ შორის ივანიშვილი პერსონალურად. ყველაფერი, რაც ამას ხელს უშლის და ბუნდოვანებას უნარჩუნებს, ივანიშვილის რეჟიმს აძლევს საშუალებას, რომ პროპაგანდა ჰქონდეს, გინდა კობახიძის პირით, გინდა ზურაბიშვილის უფრო დავარცხნილად ნათქვამი, არის ჩვენი ეროვნული ინტერესების საპირისპირო ამბავი. ჩვენ გვჭირდება, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მთავრობის პროპაგანდამ შეცდომაში შეიყვანა დავარწმუნოთ, რომ სტატუს-კვოს შენარჩუნებას აზრი აქვს, უნდა დავარწმუნოთ რომ სანამ ივანიშვილი აკონტროლებს ვითარებას, მნიშვნელობა არ აქვს კობახიძე ჰყავს თუ გახარია ჰყავდა, მანამდე ჩვენ ვერ შევცვლით ამ ქვეყანაში ვითარებას, რომ ვიყოთ წარმატებული, დაცული, თავისუფალი ქვეყანა და არ გვაქვს სამშვიდობოზე გასვლის შანსი“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში