საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის მეფე  კარლ XVI -ს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის მეფე კარლ XVI -ს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა მრავალწლიან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას აკავშირებს საერთო ევროპული ღირებულებები და სწრაფვა მშვიდობიანი, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი.

მხარეებმა ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შეიქმნა. აღინიშნა რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობა.

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.

შვედეთის მეფის განცხადებით, შვედეთის სამეფო გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული მისწრაფებებისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას.

საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის