ევროპის მოედანზე, ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე კელი დეგნანი, კარლ ჰარცელი, დიეგო კოლასი და ჰუბერტ ქნირში მივიდნენ

ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ აქციაზე აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მივიდნენ.

ცოტა ხნის წინ ევროპის მოედანზე მივიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროპის მოედანზე იმყოფებიან ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.

ევროინტეგრაციის მხარდამჭერ შეკრებაზე რიგდება ევროკავშირის, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას დროშები, ასევე ბუშტები საქართველოსა და ევროკავშირის დროშების გამოსახულებით.

შეგახსენებთ, 16 ივლისს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციის ჩატარების ინიციატივა სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის. აქციას არ უერთდება მმართველი გუნდი. ოპოზიციიდან უერთდება "ლელო", "მოქალაქეები" და პოლიტიკური პარტია "სამართლიანობისთვის".

დღევანდელ აქციაზე პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლა არ იგეგმება.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი