ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორში გიორგი კანდელაკის სახელობის ტურნირის გახსნას დაესწრო

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან აბელ აბესაძესთან, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და კრივის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირის გახსნას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და ყაზახეთის ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრები გუნდები. სპორტსმენები საპრიზო ადგილებისთვის 13 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ. გამარჯვებულები, რომლებიც 19 ივნისს გამართული ფინალური პაექრობების შედეგად გამოვლინდებიან, თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდებიან. ტურნირი ყოველწლიურად იმართება. მას გორი მიმდინარე წელს მეთორმეტედ მასპინძლობს. ღონისძიება, რომელიც გორის სპორტის სასახლეში ტარდება, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება.

,,პროფესიონალი მოკრივე გიორგი კანდელაკი 1997 წელს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 1997 წლამდე, სპორტსმენმა მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კრივში იუნიორებს შორის, გახდა ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო თასის პრიზიორი, N2 მოკრივე 91 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო მოკრივეთა შორის, იყო მსოფლიო ჩემპიონი სუპერ-მძიმე წონაში, მსოფლიო ჩემპიონატის და ოლიმპიური თამაშების მონაწილე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი