ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი მსხვილი ფრანგული ენერგეტიკული კომპანიის EDF-ის დელეგაციას შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მსხვილი ფრანგული ენერგეტიკული კომპანიის EDF-ის ვიცე-პრეზიდენტს მარკ გირარდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი ჯაბა ხმალაძე და საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი.

„შეხვედრაზე ფრანგული კომპანიის წარმომადგენლებმა გამოხატეს დიდი ინტერესი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის, ადგილობრივი განახლებადი რესურსების ათვისებისა და ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. ამ მიზნით, EDF-ი შეისწავლის ქვეყნის ენერგეტიკული პროექტების პოტენციალს.

თავის მხრივ, სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების ტენდენციებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ყურადღება გამახვილდა ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმასა და მის შედეგებზე, აგრეთვე მსხვილ ენერგეტიკულ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირის ენერგოსისტემის დაკავშირებას შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელის მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ კომპანია EDF კონსულტირებას უწევს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას" ენერგიის შემნახველი ტექნოლოგიების განვითარების კვლევის პროექტში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი მსხვილი ფრანგული ენერგეტიკული კომპანიის EDF-ის დელეგაციას შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მსხვილი ფრანგული ენერგეტიკული კომპანიის EDF-ის ვიცე-პრეზიდენტს მარკ გირარდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი ჯაბა ხმალაძე და საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი.

„შეხვედრაზე ფრანგული კომპანიის წარმომადგენლებმა გამოხატეს დიდი ინტერესი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის, ადგილობრივი განახლებადი რესურსების ათვისებისა და ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. ამ მიზნით, EDF-ი შეისწავლის ქვეყნის ენერგეტიკული პროექტების პოტენციალს.

თავის მხრივ, სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების ტენდენციებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ყურადღება გამახვილდა ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმასა და მის შედეგებზე, აგრეთვე მსხვილ ენერგეტიკულ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირის ენერგოსისტემის დაკავშირებას შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელის მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ კომპანია EDF კონსულტირებას უწევს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას" ენერგიის შემნახველი ტექნოლოგიების განვითარების კვლევის პროექტში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია