შალვა პაპუაშვილი შვედეთის სამეფოს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით შვედეთის სამეფოში იმყოფება, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ჯენი ოლსონს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

შალვა პაპუაშვილმა ჯენი ოლსონს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც შვედეთი საქართველოს დემოკრატიული, ინსტიტუციური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით უწევს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი წვლილია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები