იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტები შეძლებენ, სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკული საქმიანობით განიმტკიცონ და კვირაში ერთი სამუშაო დღე იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებში გაატარონ.
მაგისტრანტებს პენიტენციური დაწესებულებები, სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს“, სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ და სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ უმასპინძლებენ.
„იუსტიციის სამინისტრო უწყების სისტემაში სტუდენტების ვიზიტებს დაგეგმავს და კოორდინაციას გაუწევს და სასწავლო პროცესში ამ ფორმით ჩაერთვება, რაც სტუდენტების პროფესიულ მომზადებას, სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას ხელს შეუწყობს.
დოკუმენტს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ და სეუ-ს რექტორმა, გია კავთელიშვილმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანი მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომების განვითარება და სამართალშემოქმედებით პროცესში სამეცნიერო პოტენციალის მოზიდვის ხელშეწყობაა, რაც იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამინისტროს მსგავსი მემორანდუმი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან უკვე გაფორმებული აქვს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.