სალომე სამადაშვილი - 20 ივნისს დაგეგმილი ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია პოლიტიკური არაა და პრეზიდენტს შეუძლია შეკრებას შეუერთდეს

ლელოს“ პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, 20 ივნისს დაგეგმილი ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია პოლიტიკური არაა და პრეზიდენტს შეუძლია შეკრებას შეუერთდეს.

ამასთან, როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, თუ პრეზიდენტი საკუთარ საკონსტიტუციო პრეროგატივას გამოიყენებს, რათა არსებულ ვითარებაში პოზიტიური ცვლილება შეიტანოს.

“მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც ანტიდასავლური რიტორიკა, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხრიდან აპელირებს იმაზე, რომ ევროპული კურსის მხარდამჭერი მიტინგები მრავალრიცხოვანი არაა, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, მას აქვს შესაძლებლობა, შემოუერთდეს 20 ივნისის აქციას. ეს არ არის პოლიტიკური აქცია. ესაა აქცია ევროპული მომავლის მხარდასაჭერად და თუ ის შეძლებს და გამოიყენებს საკუთარ საკონსტიტუციო პრეროგატივას, რათა ამ ვითარებაში რამე პოზიტიური ცვლილება შეიტანოს, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან