კუს ტბის მიმდებარედ მწვანე საფარი მოწესრიგდა და დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე საფარი მოწესრიგდა და დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კუს ტბის მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ფართობებზე მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირებისა და ბალახის გათიბვის სამუშაოები შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ ჩაატარა. აღნიშნული ტერიტორია კი „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს.

„დასუფთავების სამუშაოების შემდგომ „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის სამსახურის თანამშრომლებმა კუს ტბის მიმდებარედ არსებული კიუვეტები გაწმინდეს.

სამუშაოების მიმდინარეობას „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორი ვახტანგ ნოზაძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნენ.

ღონისძიებაში „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ეკოსერვის ჯგუფის“ 150-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. ადგილზე ასევე, მობილიზებული იყო, დაახლოებით, 20 ერთეული სპეციალური ტექნიკა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის