ბათუმის საკრებულოში ხმაური იყო

ბათუმის საკრებულოში ხმაური იყო. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძეს გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძის საქმე შეახსენეს, რასაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, ნუგზარ ფუტკარაძე ზეწოლასა და შანტაჟს ემსხვერპლა. ოპოზიციის წევრები ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებაში მმართველ გუნდს ადანაშაულებენ.

“ღირსეულად მოიქეცი, შენთან შედარებით ღირსეულად ვიქცევი, ვერავინ ვერ გამაჩერებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩუმად ვიყავი, თქვენმა ქცევამ მიგვიყვანა ამ დონეზე. ესაა სამართალი? ნუგზარ ფუტკარაძის საქმე არ გახსოვთ, საქმე თაროზეა შემოდებული”,- განუცხადა ენმ-ს წევრმა ბაჩი მექვაბიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს.

თავის მხრივ, მმართველი გუნდის წევრებმა განაცხადეს, რომ ბათუმის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მორიგ ცირკს აწყობს.

“ერთმანეთისთვის თუ რაიმე სათქმელი გაქვთ, შემდეგ ვისაუბროთ, პიროვნულად, ერთმანეთის ღირსებას ნუ შეეხებით, რადგან ქალაქი ისმენს. პატივი ვცეთ ერთმანეთს. მე არჩევნებში ღირსეულად გავიმარჯვე”,- აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძემ.

ამასთან, “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის” წევრმა რეზო ხარაზმა განაცხადა, რომ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი საკრებულოს წინაშე ანგარიშით უნდა წარსდგეს, რადგან ბათუმის მერიაში აუდიტის დასკვნა დაიდო და მერიაში კორუფციული ნიშნები იკვეთება. მისი თქმით, ოპოზიციას ქალაქის მერთან შეკითხვები აქვს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს