ალექსანდრე მეჟევიძე - სწორედ თანაინვესტირების ფონდის ჩართულობამ გახადა შესაძლებელი, რომ „Axis Towers-ი" განხორციელებულიყო ისე, როგორც ჩაფიქრებული იყო, მთელი თავისი მასშტაბით

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე „Axis Towers-ი“ გაიხსნა. უნიკალური არქიტექტურით, მასშტაბითა და მრავალფუნქციურობით, „Towers-ი" დედაქალაქის გამორჩეული ადგილი ხდება. „Axis Towers-ი" 5 დეველოპერულ მიმართულებას - სასტუმრო, საცხოვრებელ, ბიზნეს, გასართობ და რეკრეაციულ ფუნქციებს აერთიანებს.

„2013 წელს, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა თანაინვესტირების ფონდმა შექმნა სრულიად ახალი შესაძლებლობები. სამწუხაროდ, მანამდე ჩვენს ქვეყანაში ექუითი ინვესტირების ინსტიტუტი, პრაქტიკულად, არ არსებობდა. თანაინვესტირების ფონდი გახდა ძალიან კარგი შესაძლებლობა გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტებისთვის. ეს მნიშვნელოვანია ასეთი მასშტაბური ტიპის დეველოპმენტისთვის, როგორიც „Axis Towersi-ია".

მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდს და პერსონალურად მის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. სწორედ ფონდის ჩართულობამ გახადა შესაძლებელი, რომ „Axis Towers-ი" განხორციელებულიყო ისე, როგორც ჩაფიქრებული იყო, მთელი თავისი მასშტაბით, ფუნქციების მრავალფეროვნებითა და უზარმაზარი ინფრასტრუქტურით," - განაცხადა პროექტის ავტორმა, დეველოპერმა და „Axis-ის" დამფუძნებელმა, ალექსანდრე მეჟევიძემ.

აღსანიშნავია, რომ „Axis Towers-ის" პროექტი 2005 წელს დაიწყო და 2008 წლიდან, რუსეთ-საქართველოს ომისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო, წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. პროექტი, თანაინვესტირების ფონდის ჩართულობით, 2015 წელს განახლდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს