„ფარმადეპოს“ სანდო ფარმაცევტი კანონმდებლობის შესაბამისად სამ ყველაზე ეკონომიურ და ხარისხიან წამალს შემოგთავაზებთ

მთავრობის დადგენილების თანახმად, ექიმი ვალდებულია წამალი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწეროს. ამიტომ „ფარმადეპომ“ დაზოგვის პროგრამა „სანდოს“ ფარგლებში, რომელიც სრულიად ემსახურება მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ახალი კამპანია წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში სანდო ფარმაცევტი სამ ყველაზე ეკონომიურ და ხარისხიან მედიკამენტს შესთავაზებს მომხმარებლებს.

„როგორც მოგეხსენებათ, წამლების შერჩევა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი „პოზიტიური სიიდან“ ხდება, ამ სიაში კი ის მედიკამენტები ხვდება, რომლებიც მაღალ ხარისხს აკმაყოფილებენ. უფრო მეტი მოქნილობისა და კომფორტისთვის „ფარმადეპოში“ მოსულ მომხმარებელს სანდო ფარმაცევტი სწორედ „პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე ეკონომიურ და ხარისხიან მედიკამენტს შესთავაზებს, მას კი შესაძლებლობა ექნება მისთვის სასურველი მედიკამენტი თავად შეარჩიოს და გააკეთოს დანაზოგი,“ - აცხადებენ „ფარმადეპოში“.

„ფარმადეპოს“ დაზოგვის პროგრამა „სანდო ფარმაცევტის“ მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მედიკამენტებისა და მისი გენერიკული დასახელებების შესახებ. ამ მიზნით შეიქმნა პლატფორმა „სანდო“, რომლის ფარგლებში მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მათთვის სასურველი მედიკამენტების, მისი გენერიკული დასახელებების, მწარმოებელი ქვეყნებისა და ფასების შესახებ, რომლის საფუძველზეც ისინი შეძლებენ სასურველი წამლები შეიძინონ მათზე მორგებული ბიუჯეტით.

(R)

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი