ელექტრონული კომერციის ყველაზე მასშტაბური პლატფორმა საქართველოში Veli.store ახალ ინოვაციურ სერვისს იწყებს: შეუკვეთე ნებისმიერი პროდუქტი აგარაკზე და კურიერი შაბათ-კვირის ჩათვლით, სულ რაღაც 3 საათში მოგიტანს.
მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ როგორც ტექნიკა, ისე თავის მოვლის საშუალებები, კოსმეტიკა, საბავშვო პროდუქცია, წიგნები და საკანცელარიო ნივთები, სასმელები, ჰიგიენის საშუალებები, სათამაშოები, სახლისთვის საჭირო აქსესუარები, პროდუქტები ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის და ყველაფერი, რაც ფიტნესისა და იოგასთვის არის საჭირო.
ზაფხულის სეზონზე, განსაკუთრებით ივლისსა და აგვისტოში, ბევრი ჩვენგანი დროის უმეტეს ნაწილს აგარაკზე ატარებს. ხშირ შემთხვევაში, ოჯახები ზაფხულის სიცხისგან თავის დასაღწევად სრულად ქალაქგარეთ გადადიან საცხოვრებლად, რაც უამრავი ახალი პროდუქტის შეძენის საჭიროებას წარმოშობს. მათზე ხელმისაწვდომობა კი, როგორც წესი, თბილისის შემოგარენში სავაჭრო ობიექტების ნაკლებობის გამო მცირეა. Veli.store-მა გადაწყვიტა, აღნიშნული დანაკლისი შეევსო და მომხმარებლისთვის ზაფხულის სეზონზე ყველაზე კომფორტული სერვისი შეეთავაზებინა.
Veli.store-ის მომხმარებელს საშუალება ექნება, ონლაინ შოპინგის დროს მიიღოს სრულიად ახალი გამოცდილება და შემდეგი უპირატესობებით ისარგებლოს:
ნებისმიერ მომხმარებელს პირველ შეკვეთაზე სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემა. ვაუჩერების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ აქ.
როგორც Veli.store-ის CEO არჩილ ფირიაშვილი განმარტავს, კომპანიის გუნდის მიზანი იყო შეექმნა სერვისი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ელ. კომერციის მიმართულებით არსებულ ხარვეზებს გაითვალისწინებდა და გამოასწორებდა, რასაც მომხმარებელი საკუთარ თავზე ირგძნობს:
„ჩვენი მისია თავიდანვე ადამიანების ცხოვრების გამარტივება და ელ. კომერციის კომფორტული გამოცდილების შექმნა იყო. ვფიქრობთ, გადაწყვეტილება, რომ თბილისის შემოგარენში 10-ზე მეტ მიმართულებაზე შეკვეთას იმავე დღეს, 3 საათში მივიტანთ, ჩვენი მომხმარებლებისთვის სრულყოფილი დასვენების საწინდარი გახდება,“ - აღნიშნა არჩილ ფირიაშვილმა.
თუ ზაფხულის აგარაკზე გატარებას გეგმავთ, გაითვალისწინეთ, რომ Veli.store შეკვეთილ ნივთებს შემდეგ ადგილებში მოგიტანთ: საგურამო, წიწამური, მცხეთა, წყნეთი, ზედა და ქვედა კიკეთი, კოჯორი, ტაბახმელა, წოდორეთი, მუხათწყარო, თხინვალა, ნაფეტვრები, შინდისი და წავკისი.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"