გორში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ახალგაზრდული კლუბის პრეზენტაცია გაიმართა

გორში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ახალგაზრდული კლუბის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, კლუბის წევრები, მოქალაქეები, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები.

გორის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდული კლუბი #მევგეგმავჩემიქალაქისბიუჯეტს კამპანიის ფარგლებში ჩამოყალიბდა და მიზნად ისახავს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროგრამის განხორციელებაში.

„ახალგაზრდული კლუბის წევრები გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით განახორციელებენ საჭიროებების კვლევას და მენტორობას გაუწევენ მოქალაქეებს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში საინიციატივო წინადადებების მომზადების პროცესში. გორის მუნიციპალიტეტი „სამოქალაქო ბიუჯეტით“ მოსახლეობას მათივე საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის პრიორიტეტულ პროექტების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოქალაქეების იდეების განსახორციელებლად 3 000 000 ლარია გამოყოფილი. თანხა 28 ტერიტორიულ ზონაზე თანაბრად გადანაწილდება. საინიციატივო წინადადებების მიღება 1 ივნისიდან 29 ივლისამდე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში ინიციატივების წარმოდგენას შეძლებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები 16 წლიდან. წინადადების წარსადგენად აუცილებელია სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შევსება https://bit.ly/3GGW698 მოქალაქეებს შევსებული ფორმის წარმოდგენა შეუძლიათ როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში (გრიგოლ ფერაძის №5), ასევე ელ. ფოსტაზე - samokalakobiujeti.gori@gmail.com საკონტაქტო ნომერი -592 00 15 66. სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამას ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო. პროგრამის მხარდამჭერები არიან „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ და გერმანული ორგანიზაცია "პური მსოფლიოს”, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა