ილია დარჩიაშვილი - საქართველოს აუცილებლად მივიყვანთ საბოლოო მიზნამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა

საქართველოს აუცილებლად მივიყვანთ საბოლოო მიზნამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ევროკომისიის დასკვნის შესახებ საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს ქვეყნის ამბიციური რეფორმების დღის წესრიგზე მუშაობას.

„საქართველო გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის ამბიციური რეფორმების დღის წესრიგზე მუშაობას. რაც შეეხება პირობითობის საკითხს, ეს არ არის ახალი და ამის პრაქტიკა არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის. მსგავსი პრაქტიკა ასევე ჰქონდათ ბალტიისპირეთის ქვეყნებს. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით აუცილებლად გავაგრძელებთ სვლას ჩვენი საბოლოო მიზნისკენ და ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევით, ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის შესაბამისად, საქართველოს აუცილებლად მივიყვანთ საბოლოო მიზნამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა“, - განაცხადა მინისტრმა.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს