გორში ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა

გორში ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის და მიხარია, რომ ამ მიმართულებით კიდევ ერთი ობიექტი გაიხსნა. ეს ცენტრი ევროკავშირის გრანტის ფარგლებში მოეწყო და იმედი მაქვს, რომ დაეხმარება ტურისტებს უკეთესი მარშრუტები დაგეგმონ. ზოგადად ვფიქრობ, რომ ეს ადგილი საინტერესო ღონისძიებებით დაიტვირთება და კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ადგილობრივებისთვისაც. მინდა მოგილოცოთ ცენტრის გახსნა, წარმატებები და ტურისტების სიმრავლეს გისურვებთ!" - განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

გორის მერიის ცნობით, ტურისტული ობიექტი "ლომჭაბუკის" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. ცენტრი როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ ტურისტებს საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფს. ამასთან, მიაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ადგილებისა და ღირშესანიშნაობების შესახებ. აქვე მოხდება საინტერესო მარშრუტების დაგეგმვაც.

მათივე ცნობით, ახალი საინფორმაციო ცენტრი ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომელიც პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში მდგრადი განვითარების" ფარგლებში ევროკავშირისგან მოპოვებული გრატით მოეწყო.

გრანტი გორის მუნიციპალიტეტმა ევროკომისიის მიერ, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის" საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიიღო.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს