სერგო ჩიხლაძე - რეფორმები შეასრულონ ნიშნავს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან წავიდეს და დეოლიგარქიზაცია მოხდეს - როგორ წარმოგიდგენიათ ივანიშვილი ხელისუფლებაშია და რეფორმებს ვატარებთ?

რეფორმები შეასრულონ ნიშნავს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს და დეოლიგარქიზაცია უნდა მოხდეს. როგორ წარმოგიდგენიათ ივანიშვილი ისევ ხელისუფლებაშია და რეფორმებს ვატარებთ? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

სერგო ჩიხლაძის განმარტებით, რაც რეზოლუციაში წერია, ყველაფრის მცდელობა იყო ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოპოზიციის და დასავლეთის მხრიდან, მაგრამ არაფერი არ გაკეთდა და მიზანმიმართულად ყველაფერი დაზიანდა.

„მე და ჩემ გუნდს გვგონია, რომ უკვე ვერაფერს ვეღარ აიძულებ „ქართულ ოცნებას“. რა უნდა ვაიძულოთ? პირდაპირ წერია დეოლიგარქიზაცია და ოლიგარქს ვაიძულოთ თავისი თავის დეოლიგარქიზაცია მოაწყოს, უბრალოდ არასერიოზულია, გულწრფელიც არ ვიქნებით და ადამიანებიც არ დაგვიჯერებენ. რეფორმები შეასრულონ ნიშნავს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს და დეოლიგარქიზაცია უნდა მოხდეს. როგორ წარმოგიდგენიათ ივანიშვილი ისევ ხელისუფლებაშია და რეფორმებს ვატარებთ? ეს ხომ წარმოუდგენელია. ყველაფერი რაც რეზოლუციაში წერია, ყველაფრის მცდელობა იყო ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენი გუნდის, ოპოზიციის, საზოგადოების, დასავლეთის მხრიდან. არაფერი არ გაკეთდა და მიზანმიმართულად ყველაფერი დაზიანდა.კონსტრუქციულები ვიყავით, არაერთხელ შევთავაზეთ ერთობლივი ქმედებები, ვიზიტები, სამუშაო ჯგუფები, დასავლეთთან ურთიერთობა, ერთობლივი გეგმები და საბოლოო ჯამში ოპოზიციამ უფრო მეტი გააკეთა ევროპაში ინტეგრაციისთვის. ვიზიტები, რომელსაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები მართავდნენ, ხელისუფლების გასაკეთებელს ვცდილობდით, თუმცა ვერ ჩავანაცვლებთ. ვიცით ჩვენ „ქართული ოცნების“ პასუხი, „არა და არასდროს არავისთან არ ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო