ევროპარლამენტარი ტომ ვანდერკენდელარე - ევროკავშირის წევრობისთვის მზადება ბურგერისთვის „მაკდონალდსის“ რიგში დგომას არ ჰგავს - ეს ისტორიული პროცესია

საქართველომ ევროკომისიისგან კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია ვერ მიიღო, თუმცა ევროკავშირის კარი ქვეყნისთვის მაინც ღია რჩება. ასეთია პოზიცია, რომელიც ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბაქოს მეცხრე გლობალური ფორუმის ფარგლებში „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა ტომ ვანდერკენდელარემ დააფიქსირა.

მისი მხრიდან კიდევ ერთხელ გაიჟღერა მოსაზრებამ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უფრო ნაკლებად ვიდრე უკრაინა და მოლდოვა აღმოჩნდა მზად კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, გამოსავალი კი რეფორმების დაჩქარებშია.

- ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. მაშინ როდესაც საქართველომ მიიღო მხოლოდ ევროპული პერსპექტივა და აუცილებლად შესასრულებელი პირობები, რომლებიც მას კანდიდატის სტატუსის მისაღებად დასჭირდება. მინდა გკითხოთ, თქვენ როგორც ევროპარლამენტარს, რა ხელშესახებ სხვაობას ხედავთ ამ სამ ქვეყანას შორის? ფიქრობთ, რომ საქართველო მზად არ არის ევროკავშირში წევრობისთვის ?

- პირველ რიგში ნება მომეცით გითხრათ, რომ ნამდვილად ამ სამ ქვეყანას აქვს ის საერთო მახასიათებელი, რომ მათ აქვს ნათელი ევროპული პერსპექტივა. ჩვენ ასევე გვსურს მივცეთ მათ ეს ცხადი ევროპული პერსპექტივა, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ გაფართოვების პოლიტიკა, ევროკავშირის გაფართოვება არ არის რაღაც მარტივი და არ იფიქროთ, რომ ის მოითხოვს ერთგვარონ მიდგომას. პირიქით, ვფიქრობ, ახლა ევროკომისიის განცხადებითაც ცხადი გახდა, რომ მას აქვს დივერსიფიცირებული მიდგომა. ყველა ქვეყნის მიმართ არსებობს განსხვავებული მიდგომა და ყველა ქვეყანას საბოლოო ჯამში აქვს ევროკავშირში შესვლის შესაძლებლობა, მაგრამ გზა ევროკავშირამდე არის განსხვავებული. სამივე ქვეყანას აქვს ერთნაირი ევროპული პერსპექტივა, მაგრამ გზა, რომლითაც ისინი ამას მიაღწევენ განსხვავებული იქნება ყველა მათგანისთვის.

- თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება აჩენს განცდას, რომ საქართველოს აქვს გარკვეული ხარვეზები, რომლებიც წინაღობა აღმოჩნდა კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების პროცესში დღეს. მინდა გკითხოთ თქვენ რა პრობლემებსა და დაბრკოლებებს ხედავთ, თუნდაც პოლიტიკური მიმართულებით ?

- უნდა იცოდეთ, რომ ევროკავშირის წევრობისთვის არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები უნდა შეასრულოთ. ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრობა, უნდა შეასრულოს და დააკმაყოფილოს ეს კრიტერიუმები. ის რაც ევროკომისიამ განაცხადა და რაც შემდგომში განიხილება ლიდერების მიერ მომავალ კვირაში ევროპული საბჭოს სხდომაზე არის, ის რომ საქართველო უფრო მეტად ვიდრე უკრაინა და მოლდოვა ჯერ მზად არ არის, ჯერ იქამდე მისული არ არის სადამდეც უნდა იყოს ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების ნაწილში. განცხადებაშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველომ აჩვენა კარგი საინვესტიციო კლიმატი და ბიზნესკლიმატი საქართველოში ჩვენთვის რათა დავუკავშიროთ ჩვენი ბაზარი, მაგრამ მეტი არის გასაკეთებელი რეფორმების მიმართულებით, რათა ქვეყანა მივიდეს კანდიდატის სტატუსის მიღების საფეხურამდე. დიახ, რეფორმები ჯერ კიდევ აუცილებელია, ვფიქრობ, კარი ფართოდ არის ღია საქართველოსთვის, ეს ნაწილი არასწორად არ უნდა იქნეს აღქმული, მაგრამ ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, რომ გაატაროს საჭირო რეფორმები და ის თუ რადენად სწრაფად გააკეთებთ ამას, აბსოლუტურად მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. და სურვილი და მიზანდასახულობა რომლითაც თქვენ ამას გააკეთებთ, ასევე იქნება დამოკიდებული თქვენზე ჩვენ კარი კი თქვენთვის ღია რჩება.

- რეფორმები ახსენეთ და მინდა გკითხოთ როგორ უნდა მოხდეს ამ პროცესის დაჩქარება. ჩვენ უკვე მრავალი წელია გვესმის ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისგან, რომ რეფორმები აქტიურად ხორციელდება, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. რა უნდა გავაკეთოთ, რომ შემდგომში როსდესაც კვლავ გაჩნდება შესაძლებლობა სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდეთ ?

- ევროკავშირის წევრობისთვის მზადება ბურგერისთვის „მაკდონალდსის“ რიგში დგომას არ ჰგავს. ეს არის ძალიან სერიოზული რაღაც და მეტიც, ეს ისტორიული პროცესია და ასევე ვფიქრობ, რომ ეს ცხოვრების შემცვლელი პროცესია იმ ქვეყნის მოსახლეობისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობას შეძლებს. ვფიქრობ, რომ როდესაც პოლიტიკურ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი შედგება, რადგან ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული ხელისუფლების ან კონკრეტული პარტიის ისტორია, ამის შემდეგ უკვე საქართველოს მოსახლეობის ინტერესებშია, რომ ქვეყანა რაც შეიძლება უფრო სწრაფად წავიდეს წინ, რათა საკუთარი თავი კანდიდატის სტატუსის მიმღებთა რიგში ჩააყენოს.

- ბოლო კითხვა მექნება უკრაინის ომთან და ამ ჭრილში საქართველოს პოზიციონირებასთან დაკავშირებით. როგორ აფასებთ საქართველოს მხარდაჭერასა და პოზიციას იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის სტრატეგიული პარტნიორები ვართ და რამდენიმე წლის წინ ჩვენც გამოვიარეთ იგივე სახის აგრესია რუსეთის მხრიდან ?

- შთაბეჭდილება, რომელიც მე მივიღე თუნდაც ამ ფორუმის განმავლობაში არის ის, რომ ჩვენ ყველა მხარდამხარ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ვფიქრობ, ახლა სულ უფრო ცხადი ხდება ვინ არის ე.წ. მსურველთა კოალიციაში, მათგან განსხვავებით ვინც მხარს უჭერს რუსეთს და ვფიქრობ, ყველასთვის ცხადია, რომ საქართველო არ არის არასწორად გაგებული ამ კონტექსტში. ვფიქრობ ცხადია, რომ საქართველო ჩვენს მხარესაა და სწორედ აქედან გამომდინარე საქართველოს ევროპული პერსპექტივა ცხადია. და ახლა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რომ ამ მიმართულებით იმდენად სწრაფად წახვიდეთ რამდენადაც შესაძლებელია კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, ჩვენ მოხარული ვიქნებით ის მოგცეთ, როგორც კი ამას მოინდომებთ.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე აბულაშვილი

უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა