ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაივში იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით მიკოლაივის ოლქში იმყოფებოდა,- ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზელენსკი ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ვიტალი კიმს.

შეხვედრების დროს განიხილეს მიკოლაივის ოლქში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და ინფრასტრუქტურული საკითხების გადაჭრის გზები. კერძოდ, საუბარი შეეხო რაიონული ცენტრის წყალმომარაგების აღდგენას, რაც მტრის მხრიდან დაბომბვის შედეგად წყალმომარაგების ქსელების დაზიანების გამო გართულდა.

„პრეზიდენტმა დაათვალიერა მიკოლაივის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა, რომელიც განადგურდა რუსული ძალების სარაკეტო დარტყმის შედეგად“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, განიხილეს სოფლის მეურნეობაში არსებული ვითარება, კერძოდ, მოსავლის აღებასთან დაკავშირებული პრობლემები და ფერმებისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობისა და საწვავით უზრუნველყოფის საკითხები. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს მარცვლეულის შესანახი შენობების ხელმისაწვდომობის საკითხის გადაწყვეტასა და ახალი ლოგისტიკური მარშრუტების ჩამოყალიბებაზე.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხმელეთიდან და ზღვიდან მომდინარე საფრთხეებს. ჩვენ არ ვწყვეტთ მუშაობას გამარჯვებისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს