ქობულეთში წელს 5 საბავშვო ბაღი აშენდება, 20 სკოლას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ქობულეთის მერთან, ლევან ზოიძესთან ერთად სოფელ ლეღვაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი დაათვალიერა. ბაღი 105 აღსაზრდელზეა გათვლილი.

„ქობულეთში 5 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარებს. მთავრობის თავმჯდომარემ სოფელ ზენითის საჯარო სკოლის ახლად აშენებული სპორტული დარბაზი დაათვალიერა. სპორტული დარბაზი აღჭურვილია თანამედროვე სპორტული ინვენტარით, სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, რაც მოზარდებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში კომპლექსურად მომზადების შესაძლებლობას მისცემს. 2022 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჯამში, 20 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორციელდება“,- ნათქვამია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია