ნიკა გვარამია - ივანიშვილი არის მარცხის სინონიმი, ხელისუფლება დამარცხდა - ძალიან მალე იქნება სანქციები

შესაძლებლობის ფანჯარა რომ იღება და ამ შესაძლებლობის ფანჯარაში, თუ კარში ვერ გადიხარ, ეს არის მარცხი - ახლა სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმის დროა და ეს სტრატეგია უნდა იყოს სწორხაზოვნობა, შეუპოვრობა და გნებავთ - სიხისტე,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს.

როგორც გვარამია აცხადებს, ის, რომ ევროკომისიამ საქართველოს დრო დაუტოვა კარგია, მაგრამ ხელისუფლება დამარცხდა და „შედეგი არის კატასტროფული“.

„ის, რომ ჩვენ დაგვიტოვეს დრო, ეს კარგია, მაგრამ ეს ხელისუფლების დამსახურება კი არ არის, ეს ხელისუფლების გამო მოხდა ასე, რომ დრო გაქვს კიდევ მოცემული, რამე იქნებ მოვასწროთ, თორემ ხელისუფლება რომ ნორმალური ყოფილიყო და არ იყოს დღევანდელი ხელისუფლება დამარცხების სიმბოლო, ყველაფერში... ბიძინა ივანიშვილი არის მარცხის სინონიმი, სიმბოლოა მარცხის. ხელისუფლება დამარცხდა. შეგნებულად, თუ იმიტომ, რომ სასარგებლო იდიოტია რუსეთის, ამას ამ წუთში ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, შედეგი არის კატასტროფული“,- აცხადებს ნიკა გვარამია.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, გვარამია ამბობს, რომ თავად შეწყალებას არავის სთხოვს და ამასთან, „პოლიტპატირობა არის შედეგი და არა მიზეზი“.

გარდა ამისა, გვარამიას თქმით, ევროკავშირის მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა დეოლიგარქიზაციაა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამაც“ იცის, რომ ევროკომისიის დასკვნაში საუბარი ბიძინა ივანიშვილზეა.

„მოვისმინე აბსურდი, რომ სააკაშვილი არის [ოლიგარქი]. ოლიგარქია არის მარტივი რამ, მდიდარი ადამიანის მართვა, ანუ ხელისუფლებაში უნდა იყვნენ ეს მდიდარი ადამიანები და საკუთარი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზნებით უნდა ცვლიდნენ თავისუფლად კანონებს, აკონტროლებდნენ მართლმსაჯულებას და ა.შ. ამას ვინ აკეთებს? სააკაშვილი? ან კეზერაშვილი? საკუთარი თავი დაიჭირა და აწამა სააკაშვილმა? კეზერაშვილმა თავის თავზე აღძრა საქმეები და განაჩენები გამოიტანა? რა სისულელეს ვლაპარაკობთ. ეს ხომ სასაცილოა, ამას მართლა არავინ არ დაიჯერებს. "ქართული ოცნების" მომხრისთვისაც ალბათ სასაცილოა, რა სისულელეებს ლაპარაკობენ, სოზარ სუბარი, ვიღაც... ამაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია.

თავის დამშვიდებას რა აზრი აქვს "ქართული ოცნებისთვისაც" ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილზეა ლაპარაკი, ამას ხომ იტყვიან სახელით და გვარით საბოლოოდ. ასეთი სისულელეები თუ ილაპარაკეს პასუხს გასცემენ და სახელს და გვარსაც იტყვიან. რა ჰგონიათ რამისგან თავს შეიკავებენ? თავს შეიკავებენ კი არა გარწმუნებთ ძალიან მალე, იქნება სანქციები აშშ-სგან, ალბათ, ყველაზე ადრე დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირისგანაც. ეს იქნება მგზავრობის აკრძალვა პირველ რიგში, იქნება ფინანსური სანქციებიც და ეს პირველ რიგში შეეხებათ მოსამართლეებს, პროკურორებს და კორუმპირებულ თანამდებობის პირებს“,- აცხადებს ნიკა გვარამია, რომლის ინტერვიუსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია