ბრიტანული დაზვერვა - სევეროდონეცკში ფრონტის ხაზზე  მცირე ცვლილებებია

სამხედრო მოტივაციის დაქვეითების პრობლემები ხელს უშლის რუსეთის ჯარებს ოპერატიული მიზნების მიღწევაში. ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშში წერია, რომ ბოლო დღეებში, როგორც რუსეთმა, ასევე უკრაინამ მიიტანეს ძლიერი საარტილერიო იერიში სევეროდონეცკის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთ მიმართულებებით ფრონტის ხაზზე მცირე ცვლილებებით.

დაზვერვა იუწყება, რომ ორივე მხარის საბრძოლო ნაწილები ჩართულნი არიან ინტენსიურ ბრძოლებში დონბასში.

"რუსების მოტივაცია, სავარაუდოდ, განსაკუთრებით მყიფეა” , - ნათქვამია მოხსენებაში.

ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთის დაბალი მოტივაციის მიზეზებს შორისაა ცუდი ხელმძღვანელობა, ქვედანაყოფების როტაციის შეზღუდული შესაძლებლობები, ძალიან მაღალი მსხვერპლი, საბრძოლო სტრესი, მიმდინარე ცუდი ლოჯისტიკა და ანაზღაურების პრობლემები.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს