ოზურგეთში აქცია ,,ევროპა ჩვენი სახლია“  მიმდინარეობს

"ევროპა ჩვენი სახლია“ - ამ სლოგანით ოზურგეთში აქცია მიმდინარეობს.

აქციაში სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობენ.

შეკრებილები ითხოვენ, ხელისუფლებამ შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციები.

მათივე თქმით, აქციის მიზანია ევროპას და მთავრობას დაანახონ, რომ სწორ გზაზე დგანან.

„ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს აძლევენ სახელმწიფოს და არ ხალხს. სახელმწიფოს არ მისცეს, რადგან არ აქვს შესაბამისი საკანონმდებლო ინსტიტუციები მოწესრიგებული. ამ აქციების მიზანია, ვაიძულოთ ხელისუფლება, შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციები, რათა ჩვენი, ქართველი ხალხის მოთხოვნაა გავწევრიანდეთ, ევროკავშირის მშვიდობიან ბანაკში და ესენი გვეწინააღმდეგებიან. ამ აქციების მიზანია, ევროპასაც დავანახოთ და ამ მთავრობასაც, რომ ვართ სწორ გზაზე და ვინც ამ სწორ გზაზე გადაგვეღობება, არ წაუვა კარგად საქმე“, - განაცხადა აქციის მონაწილე ირმა გორდელაძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა