იაგო ხვიჩია - დღევანდელ აქციას არ ვუერთდებით, თუმცა, მიზნები კეთილშობილურია და წარმატებებს ვუსურვებთ

დღევანდელ აქციას არ ვუერთდებით, თუმცა, მიზნები კეთილშობილურია და წარმატებებს ვუსურვებთ, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯერ პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს რა არის ევროპა და რის გაკეთებას გეგმავს და ამის შემდეგ თუ აქციამდე მივა საქმე, წასვლა არავის ეზარება.

"მე უკვე ვიყავი აქციაზე, 18- ში გვქონდა აქცია, სადაც დასავლეთზე დავიწყეთ საუბარი ჩვენს ამომრჩევლებთან. დღევანდელ აქციას არ ვუერთდებით, რადგან არ მჯერა ამ აქციის ასეთი ფორმით ჩატარების. თუმცა, მიზნები კეთილშობილურია და წარმატებებს ვუსურვებთ.

მე არ მჯერა, რომ ევროპის აქცია უნდა ჩაატარო ისე, რომ შენ თვითონ არ გესმოდეს რა არის ევროპა, სანამ ამაზე არ შევთანხმებულვართ, ერთმანეთთან არ გაგვივლია, ხალხის შეწუხებას აქციაზე გამოსაყვანად ჩემი აზრით, აზრი არ აქვს, რადგან არ ვიცით რას ვაკეთებთ, რა გვინდა და ამაზე შეთანხმების ადგილი, ჩემი აზრით აქციაზე არ არის. ამაზე შეთანხმება სხვაგან იწყება და თუ აქციამდე მივა საქმე, აქციაზე გასვლისაც არავის ეშინია და არავის ეზარება,"- განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, არსებულ პირობებში ევროპული კომისიის რეკომენდაციების შესრულება გამორიცხულია.

"მთავარი რეკომენდაციაა ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის დასრულება, ამის დასრულებას სხვა ტიპის აქტივობა და მუშაობა სჭირდება და არა ის, რისთვისაც ახლა ხელისუფლება ან ოპოზიცია არის მზად ჩემი დაკვირვებით.

უკრაინაში რომ ომია, ამან ცხადია უკრაინაზე და მოლდოვაზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა, რადგან ეს ხალხი გმირია, იბრძვიან, რაც შეეხება ჩვენს სიტუაციას, ჩვენ ევროპელებად ჩვენი ხელისუფლების ქმედებების გამო არ ჩაგვთვალეს, რადგან არამხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში, არამედ ბოლო 30 წლის განმავლობაში არ გვყოლია ხელისუფლება, რომელმაც ერთპიროვნულ მმართველობაზე უარი თქვა, რაც ყველაზე არაევროპულია, ამიტომ თუ ჩვენ ევროპაში ვერ აღმოვჩნდით, ეს მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს