დაბა ურეკში ახალი ბულვარი მოეწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის მოწყობის და მისი მიმდებარე ცენტრალური ქუჩების სამუშაოები დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში, ბულვარის სამშენებლო სამუშაო ითვალისწინებდა ბულვარის ცენტრალური შესასვლელის რეკონსტრუქციას, საფეხმავლო ბილიკის, ცენტრალური შესასვლელის მიმდებარედ მთავარი მოედნის, მცირე მოედნის, სველი წერტილების სრულ დემონტაჟს და ახლის მოწყობას. ასევე, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა თაყაიშვილის ქუჩასა და ბულვარის დამაკავშირებელ გასასვლელებს, მოეწყო მცირე არქიტექტურული ფორმები და ბულვარის ინვენტარი, ბავშვთა მოედან და სივრცეები სპორტული აქტივობებისთვის. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 3.1 მილიონი ლარია.

განახლებული ბულვარი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერეს.

„ბულვარში დამონტაჟდა გარე განათება, მოეწყო ველო-ბილიკები, მცირე მოედნები და სივრცეები ღია სეზონური კაფეებისა და კომერციული ობიექტებისთვის. ამასთან, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს, გურიის სანაპირო ზოლის მოვლის სამუშაოებს, რისთვისაც მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მათ შორის, ქვიშის საცრელი მანქანა-დანადგარი (Beach tech). სანაპირო ზოლის მოწესრიგებისა და დასუფთავების სამუშაოებზე ამჟამად დასაქმებულია 180-მდე ადგილობრივი მოსახლე.

გურიის სანაპირო ზოლი მზად არის ტურისტებს კომფორტულ და მოწესრიგებულ გარემოში უმასპინძლოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს