კახა ოქრიაშვილი - არის თუ არა ბატონი ივანიშვილი რუსეთის ჯაშუში, დეკემბერში მეცოდინება

პარტია "პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"რას ნიშნავს ოლიგარქია, რას ნიშნავს სიტყვა ოლიგარქი. ოლიგარქია არის მოცემულობა, როცა ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსურ-ეკონომიკური, სახელისუფლო და მედია რესურსი კონცენტრირებულია ერთი ან რამდენიმე პიროვნების ხელში.

1. როდესაც ეს რესურსი კონცენტრირება არა რამდენიმე, არამედ ერთი პიროვნების ხელში, ეს არის მონო-ოლიგარქია და ამის კლასიკური მაგალითია შუა საუკუნეების მონარქია. დიახ, ეს არის პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი. ის არის არა უბრალოდ ოლიგარქი, არამედ ერთადერთი ოლიგარქი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბატონი ივანიშვილი მონარქია.

2. არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი მეცენატი - დიახ, არის ქვემოქმედი და მეცენატი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას უფლება აქვს, როგორც ერთადერთმა ოლიგარქმა, მიიტაცოს ქვეყანა. დიახ, ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაც ნიშნავს ივანიშვილის ჩამოშორებას ხელისუფლებიდან და მედიარესურსებზე გავლენებისგან. ის დარჩება მსხვილ ბიზნესმენად და მეცენატად, რაც სავსებით მისაღებია.

3. არის თუ არა ბატონი ივანიშვილი რუსეთის გავლენის ქვეშ - დიახ, არის. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიეღო.

4. არის თუ არა ბატონი ივანიშვილი რუსეთის ჯაშუში - ჯერ არ ვიცი, დეკემბერში მეცოდინება.

ყველაფერს ბატონ ივანიშვილს ნუ დავაბრალებთ. ჩვენ, ქართველმა ხალხმა მივეცით უფლება, მიეტაცებინა ქვეყანა. ჩვენი ბრალია, რომ ოლიგარქი თავზე დავისვით.

ზემოაღნიშნული საკმარისია იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა უარი უთხრას ივანიშვილის შპს - „ქართული ოცნებას“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა