ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ივნისის ბოლოს ევროპაში მისი ვიზიტისას ის უკრაინას ეწვიოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა ივნისის ბოლოს ევროპაში მისი ვიზიტისას, უკრაინას ეწვიოს.

გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით, უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება.

შეგახსენებთ, ბაიდენი იმ დასავლელ ლიდერთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც რუსული შეჭრის შემდეგ, ჯერ არ ყოფილა უკრაინაში ვიზიტით კიევის მხარდაჭერის გამოსახატად.

ცნობისთვის, გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი უკრაინაში ვიზიტით იმყოფებოდნენ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კი კიევს ომის დაწყებიდან უკვე ორჯერ ეწვია.

აშშ-ის პრეზიდენტი 25 ივნისს გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რის შემდეგაც ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ნატო-ს ლიდერებს შეხვდება.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!