რასა იუკნევიჩიენე - კომისია გარკვევით ამბობს: „ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია“, ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზეა საუბარი - როცა საარჩევნო ყუთთან დადგებით, გაიხსენეთ, ვინ დახია საქართველო უკან, რუსეთისკენ

კომისია გარკვევით ამბობს - „ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია“. ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზეა საუბარი. გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყანა გახდეს იმ ხალხის მძევალი, რომლებიც ძალაუფლების ჩრდილში რჩებიან, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისთვის „შინ ევროპისკენ“ სპეციალურად ჩაწერილი მიმართვის დროს განაცხადა.

ევროპარლამენტარმა ქართულ საზოგადოებას მიმართა, „როცა საარჩევნო ყუთთან დადგება, გაიხსენოს, ვინ დახია საქართველო უკან რუსეთისკენ“.

„ძვირფასო დებო და ძმებო, ვხვდებით ევროპისთვის გადამწყვეტ დროს. ჩვენთან ძალიან ახლოს, მამაცი და თავისუფლების მოყვარული უკრაინელები იღუპებიან ყოველდღიურად. სხვას არავის ესმის მათი ბრძოლა ისე, როგორც საქართველოს მოსახლეობას ან ჩვენ, ლიეტუველებს. უკრაინელები იბრძვიან ჩვენთვისაც, საკუთარი ევროპული ცხოვრებისთვის, ამიტომ დავიწყებ ჩემს მიმართვას უკრაინელი ხალხისადმი მისალმებით - დიდება უკრაინას!

10 წლის წინ საქართველოს სახელი ევროპაში ასოცირდებოდა დაუჯერებლად წარმატებულ რეფორმებთან. გაგიზიარებთ ჩემს მაშინდელ შთაბეჭდილებას - მეზობელ სომხეთში ვიზიტის დროს მახსენდება, როგორ მესმოდა იქაური პოლიტიკური ექსპერტების შეფასებები. მაგალითად, ისინი ამბობდნენ, რომ საქართველომ შეძლო მექრთამეობის აღმოფხვრა პოლიციაში, რაც მაშინ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში თითქმის შეუძლებელი მისია იყო. საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო ლიდერი რეფორმების კუთხით აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ყველა ქვეყანას შორის, თუმცა დღეს, როდესაც უკრაინელებმა სისხლით დაამსხვრიეს ყინული და ევროკავშირის ლიდერებმა ამ კვირაში უნდა გადაწყვიტონ კანდიდატი სტატუსის საკითხი, საქართველომ, სამწუხაროდ, დაკარგა ლიდერის სტატუსი, ქვეყნის პოლიტიკა გაივსო სიძულვილით. შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ხელიდან იქნა გაშვებული.

ბოლო დროს საქართველოს დემოკრატიულ პროცესებზე ჩვენამდე მხოლოდ ცუდი ამბები აღწევს - ყოფილი პრეზიდენტი და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური მედიის ლიდერი ციხეში იმყოფებიან. ხორციელდება თავდასხმები სხვა ჟურნალისტებზე და საქართველოს მეგობრებზეც კი ევროპასა და აშშ-ში. როგორც ჩანს, თქვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის სასურველი არ ყოფილიყო. გასაკვირი არაა, რომ კომისია ძალიან კრიტიკულია თავის რეკომენდაციაში ამ პრობლემების მიმართ, რაზეც პასუხისმგებლობა დღევანდელ ხელისუფლებას ეკისრება.

კომისია გარკვევით ამბობს - „ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია“. ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზეა საუბარი. გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყანა გახდეს იმ ხალხის მძევალი, რომლებიც ძალაუფლების ჩრდილში რჩებიან. ასეთი პოლიტიკა არ მიგიყვანთ ევროკავშირში, ეს არის კრემლისთვის საჩუქარი.

ძვირფასო ქართველებო, დარწმუნებული იყავით, ვითარება უიმედო არ არის. თქვენ გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. ბევრი ქვეყანა, რომელმაც გამოსცადა საბჭოთა რეჟიმი, იგივე პრობლემების წინაშე იდგა. ყველგან არსებობენ მსგავსი მანიპულატორები და კრემლის მეგობრები. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თითოეულმა თქვენგანმა აიღოს პირადი პასუხისმგებლობა თქვენი ქვეყნის მომავლისთვის. როდესაც დადგებით საარჩევნო ყუთთან, გაიხსენეთ, ვინ დახია საქართველო უკან, რუსეთისკენ. ძალიან კარგად ვიცი, რამდენად საშიშია ეს ცვლილება თქვენი ქვეყნისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის დღის წესრიგში.

მივმართავ ყველა პოლიტიკოსს მმართველ გუნდშიც და ოპოზიციაშიც, თქვენ უნდა აიცილოთ თავიდან მძევლის სტატუსი, იპოვოთ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის. თქვენი საოცარი ხალხი ამას იმსახურებს“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

რასა იუკნევიჩიენე - კომისია გარკვევით ამბობს: „ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია“, ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზეა საუბარი - როცა საარჩევნო ყუთთან დადგებით, გაიხსენეთ, ვინ დახია საქართველო უკან, რუსეთისკენ

კომისია გარკვევით ამბობს - „ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია“. ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზეა საუბარი. გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყანა გახდეს იმ ხალხის მძევალი, რომლებიც ძალაუფლების ჩრდილში რჩებიან, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისთვის „შინ ევროპისკენ“ სპეციალურად ჩაწერილი მიმართვის დროს განაცხადა.

ევროპარლამენტარმა ქართულ საზოგადოებას მიმართა, „როცა საარჩევნო ყუთთან დადგება, გაიხსენოს, ვინ დახია საქართველო უკან რუსეთისკენ“.

„ძვირფასო დებო და ძმებო, ვხვდებით ევროპისთვის გადამწყვეტ დროს. ჩვენთან ძალიან ახლოს, მამაცი და თავისუფლების მოყვარული უკრაინელები იღუპებიან ყოველდღიურად. სხვას არავის ესმის მათი ბრძოლა ისე, როგორც საქართველოს მოსახლეობას ან ჩვენ, ლიეტუველებს. უკრაინელები იბრძვიან ჩვენთვისაც, საკუთარი ევროპული ცხოვრებისთვის, ამიტომ დავიწყებ ჩემს მიმართვას უკრაინელი ხალხისადმი მისალმებით - დიდება უკრაინას!

10 წლის წინ საქართველოს სახელი ევროპაში ასოცირდებოდა დაუჯერებლად წარმატებულ რეფორმებთან. გაგიზიარებთ ჩემს მაშინდელ შთაბეჭდილებას - მეზობელ სომხეთში ვიზიტის დროს მახსენდება, როგორ მესმოდა იქაური პოლიტიკური ექსპერტების შეფასებები. მაგალითად, ისინი ამბობდნენ, რომ საქართველომ შეძლო მექრთამეობის აღმოფხვრა პოლიციაში, რაც მაშინ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში თითქმის შეუძლებელი მისია იყო. საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო ლიდერი რეფორმების კუთხით აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ყველა ქვეყანას შორის, თუმცა დღეს, როდესაც უკრაინელებმა სისხლით დაამსხვრიეს ყინული და ევროკავშირის ლიდერებმა ამ კვირაში უნდა გადაწყვიტონ კანდიდატი სტატუსის საკითხი, საქართველომ, სამწუხაროდ, დაკარგა ლიდერის სტატუსი, ქვეყნის პოლიტიკა გაივსო სიძულვილით. შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ხელიდან იქნა გაშვებული.

ბოლო დროს საქართველოს დემოკრატიულ პროცესებზე ჩვენამდე მხოლოდ ცუდი ამბები აღწევს - ყოფილი პრეზიდენტი და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური მედიის ლიდერი ციხეში იმყოფებიან. ხორციელდება თავდასხმები სხვა ჟურნალისტებზე და საქართველოს მეგობრებზეც კი ევროპასა და აშშ-ში. როგორც ჩანს, თქვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის სასურველი არ ყოფილიყო. გასაკვირი არაა, რომ კომისია ძალიან კრიტიკულია თავის რეკომენდაციაში ამ პრობლემების მიმართ, რაზეც პასუხისმგებლობა დღევანდელ ხელისუფლებას ეკისრება.

კომისია გარკვევით ამბობს - „ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია“. ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზეა საუბარი. გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყანა გახდეს იმ ხალხის მძევალი, რომლებიც ძალაუფლების ჩრდილში რჩებიან. ასეთი პოლიტიკა არ მიგიყვანთ ევროკავშირში, ეს არის კრემლისთვის საჩუქარი.

ძვირფასო ქართველებო, დარწმუნებული იყავით, ვითარება უიმედო არ არის. თქვენ გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. ბევრი ქვეყანა, რომელმაც გამოსცადა საბჭოთა რეჟიმი, იგივე პრობლემების წინაშე იდგა. ყველგან არსებობენ მსგავსი მანიპულატორები და კრემლის მეგობრები. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თითოეულმა თქვენგანმა აიღოს პირადი პასუხისმგებლობა თქვენი ქვეყნის მომავლისთვის. როდესაც დადგებით საარჩევნო ყუთთან, გაიხსენეთ, ვინ დახია საქართველო უკან, რუსეთისკენ. ძალიან კარგად ვიცი, რამდენად საშიშია ეს ცვლილება თქვენი ქვეყნისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის დღის წესრიგში.

მივმართავ ყველა პოლიტიკოსს მმართველ გუნდშიც და ოპოზიციაშიც, თქვენ უნდა აიცილოთ თავიდან მძევლის სტატუსი, იპოვოთ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის. თქვენი საოცარი ხალხი ამას იმსახურებს“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა