იაპონური კომიქსებით შთაგონებული ქართული კომიქსი, რომელიც  ფოთის იდეათეკის სამმა მოსწავლემ შექმნა

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მულტიფუნქციური საგანმანათლებო სივრცეები, იდეთეკები გახსნა.

პროექტის მთავარ მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში, თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდით განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს. იდეათეკები ბიბლიოთეკას, კომპიუტერებს, პროექტორებს და სხვა შემეცნებით ხელსაწყოებს აერთიანებს. სივრცე მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ როგორც გაკვეთილების, ასევე ჯგუფური პრეზენტაციების, ონლაინ შეხვედრების თუ სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად გამოიყენება.

იდეათეკები უამრავი ახალი იდეის და პროექტის დაბადების ადგილად იქცა. არაერთმა ახალგაზრდამ ამ სივრცეში ახალი ნიჭი და გატაცება აღმოაჩინა ან განავითარა. სწორედ ასეთია ფოთის #1 საჯარო სკოლის სამი მეგობრის ისტორიაც, რომლებმაც ერთობლივი კომიქსის შექმნა გადაწყვიტეს.

სამი ერთნაირი ინტერესისა და განსხვავებული ხასიათის, მე-12 კლასელმა სანდრომ, რომამ და ნიკამ ერთმანეთი იდეათეკაში გაიცნეს, დამეგობრდნენ და ერთი პროექტის კეთებაც გადაწყვიტეს. სანდრო ხოფერია პროგრამირებითაა დაინტერესებული. „მას აქვს საოცარი ნიჭი- შეუძლია არაფრისგან ძალიან საინტერესო რამ შექმნას“,- ამბობს მეგობარზე რომა ადამია, რომელიც თავად მხატვრობითაა დაინტერესებული.

„ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდები გარემოს, ჩემს გარშემო ადამიანებს და შემდეგ ვცდილობ, საკუთარი ემოციები და შთაბეჭდილებები ჩანახატებში გადმოვცე“,- ამბობს ჩვენთან საუბრისას და გვიმხელს რომ მხატვრობას, განსაკუთრებით კი იაპონურ კომიქსს, სხვა თვალით სანდროს დამსახურებით შეხედა.

„კომიქსები, განსაკუთრებით კი იაპონური სტილის - მანგა, პირველი სანდრომ აღმოაჩინა და შემდეგ ჩვენც გაგვაცნო. ჩვენ უკვე მეგობრები ვიყავით, სანამ პროექტზე დავიწყებდით ერთობლივად მუშაობას, თუმცა იდეათეკამ და კომიქსზე მუშაობამ ერთმანეთთან კიდევ უფრო დაგვაახლოვა“, - გვიყვება რომა ადამია.

ნიკა პაპასკირი კი საბრძოლო ხელოვნებითაა დაინტერესებული. მიზანდასახულია და მუდამ სიახლეების ძიებაშია. ის კომიქსზე სანდროსთან ერთად 5 წლის განმავლობაში მუშაობდა რომამ კი ორივე მათგანი დაითანხმა, პროექტზე აქტიურად და უკვე სამივეს ემუშავა. სანდრო სცენარზე და სცენების რეალობაში პროექტირებაზე მუშაობდა, რომამ კომიქსის სპეცეფექტები გადაიბარა, რომელიც ფერადი იქნება. ნიკამ კი სიუჟეტების ხატვა ითავა.

კომიქსის მთავარი სიუჟეტი იმაზეა, რომ ღმერთებს რთული დრო დაუდგათ, მათი სისუსტე ხალხშია, რომლებსაც არათუ ღმერთის, საკუთარი თავის აღარ სწამს, ამ ურთულეს ჟამს ასპარეზზე გამოდის ანიმა, რომელსაც სურს, კვლავ გააძლიეროს ადამიანთა მოდგმა და გვერდში ამოუდგეს მათ ამ ურთულეს დროში. „მის გვერდით არის მისი ერთადერთი გადარჩენილი და ამავდროულად, ყველაზე მოწადინებული მოსწავლე ედუარდი, რომელიც მზად არის სიცოცხლე გაიღოს მისთვის, ის ჯერჯერობით გამოუცდელია, მაგრამ უზომო პოტენციალი აქვს. ამავდროულად, აღმოსავლეთში ყალიბდება მორიგი აჯანყების არმია, რომელიც დაიღალა სიღარიბითა და სურს ჩამოაყალიბოს საკუთარი სამართალი“,- ასე გვიხსნიან კომიქსების ფაბულას მეგობრები.

როგორც სანდრო ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ პროექტს თავდაპირველად მკაფიოდ განსაზღვრული შინაარსი და მიზანი არ ჰქონია და ის მეგობრებთან ერთად დროის გატარების ნაწილი იყო შემდეგ გადავწყვიტა, მისთვის მრავალსაფეხურიანი სიუჟეტი შეექმნა. პროცესმა კი ისე გაიტაცა, რომ სამი მეგობარი ახლა პროექტზე მუშაობას მეტი სერიოზულობით უდგება და უფრო მეტიც, უკვე მოფიქრებულია მომდევნო 50 თავი, „გვინდა პროექტზე მუშაობა მომავალშიც გავაგრძელოთ. უკვე ვიცით თუ როგორ გაგრძელდება სიუჟეტი“, - გვიზიარებს სანდრო.

როგორც ფოთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გვიყვებიან, სამუშაო პროცესი საინტერესო და ახალი გამოცდილებებით დატვირთული აღმოჩნდა:

„პროექტს იმაზე მეტი დრო დავახარჯეთ, ვიდრე განსაზღვრული გვქონდა, თუმცა პროცესში უამრავი რამ ვისწავლეთ. დღეში დაახლოებით 6 საათს ვუთმობდით კომიქსებზე მუშაობას - ჯერ დამოუკიდებლად ვმუშაობდით, ხოლო შემდეგ, ყოველ კვირას ვიკრიბებოდით და ერთად ვაჯამებდით ნამუშევარს. თავდაპირველად გვინდოდა მანგის სტილში გაგვეკეთებინა კომიქსი, თუმცა რთული აღმოჩნდა. ვაპირებთ, რომ მომავალში განვავითაროთ ჩვენი შესაძლებლობები, რათა მივიქციოთ მკითხველის ყურადღება. გვინდა ამ პროცესში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში კიდევ უფრო საინტერესო პროექტებზე მუშაობას მოვახმაროთ“, - ამბობს რომა.

სანდრო კი გვიზიარებს, რომ ხშირად კომიქსზე სწორედ იდეათეკიდან მუშაობდა. „იდეათეკაში მისი ორიგინალური სტილისტიკა და მყუდროება მომწონს. აქ არაერთ ტრენინგს დავსწრებივარ, ფილმებსაც ვუყურებთ ხოლმე და აქედან წარვადგენთ პროექტებს. მიყვარს თავისუფალი დროის როგორც მარტო, ასევე მეგობრებთან ერთად იდეათეკაში გატარება“, - გვიზიარებს ის.

საუბრის ბოლოს კი სამმა მეგობარმა გაგვიმხილა რის გაკომიქსებას ისურვებდნენ. სანდრომ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის, იაპონური ამინეს Fullmetal Alchemist- ის გაკომიქსება ისურვა, რომელიც მისი თქმით, ძლიერ განსხვავდება მისივე სახელის მქონე მანგისგან. რომამ არჩევანი სერიალ Supernatural-ზე შეაჩერა, რადგან მისი აზრით, ის საკუთარი პერსონაჟებით განსხვავდება მსგავსი ჟანრის მქონე სერიალებისგან. ნიკამ The Warrior-ის გაკომიქსება ისურვა, რომელიც ამერიკული, ფანტასტიკური ჟანრის სატელევიზიო სერიალია.

სწორედ ასეთი საინტერესო და ნიჭიერი ბავშვებისთვის, მათთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნის მიზნით დაიწყო საქართველოს ბანკმა „იდეათეკების“ პროექტის განხორციელება 2019 წელს. პროექტის ფარგლებში იდეათეკები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უკვე 12 საჯარო სკოლაში მოეწყო. 6,000-ზე მეტი მოსწავლე კი აქტიურად იყენებს იდეათეკის სივრცეებს და იქ განთავსებულ რესურსებს, როგორიცაა ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები. უახლოეს მომავალში კი კახეთის რეგიონში, საზღვრისპირა სოფლებში, კიდევ 4 იდეათეკის გახსნა იგეგმება.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა