დავით სერგეენკოს განცხადებით, დეოლიგარქიზაცია არ არის ინდივიდუალური, ივანიშვილისადმი მიმართული საკითხი, მსგავსი მოთხოვნა სამივე ქვეყანას აქვს წაყენებული

დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ერთ- ერთი ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობის დრაფტი ახლა გადის ექსპერტიზას და მალე გახდება საჯარო, თუ ეს კანონმდებლობა მისაღები იქნება საქართველოს რეალობისთვის, რა თქმა უნდა, განხილული იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

სერგეენკო აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაცია არ არის ინდივიდუალური და ივანიშვილისადმი მიმართული საკითხი, რადგან მსგავსი მოთხოვნა სამივე ქვეყანას აქვს წაყენებული.

კითხვაზე, ვინ არის საქართველოში ოლიგარქი და არის თუ არა ეს ივანიშვილი, სერგეენკო აცხადებს, რომ ვინ არის ოლიგარქი ეს კანონმა უნდა განსაზღვროს.

"გუშინდელი სახალხო შეკრება იყო იმის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება, რომ საქართველოს აბსულუტურ მოსახლეობას ევროპის გზა აქვს არჩეული და ამ გზიდან არ გადაუხვევს. რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელს, იყო ალბათ რაღაც პოლიტიკური ნაწილი, რომელიც უმცირესი იყო, დომინანტი იყო საზოგადოების გულწრფელი სურვილი, კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა თავის ევროპული არჩევანი. თუკი შევადარებთ სამი ქვეყნის პირობებს, დეოლიგარქიზაცია საქართველოსთან მიმართებით დგას, მოლდოვასთან მიმართებითაც ზუსტად ამ სიტყვით დგას და უკრაინასთან მიმართებით დგას, რომ წლის ბოლომდე მოხდეს ფინალიზაცია ანტიოლიგარქიული კანონმდებლობის მიღების. ეს საკითხი სამივე ქვეყანასთან მიმართებით არის, რაც ნიშნავს, რომ ეს არის სისტემური და არა ინდივიდუალური საკითხი.

რამდენადაც მე ვიცი, ერთ-ერთი ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობის დრაფტი ახლა გადის შესაბამისი ექსპერტიზას და მალე გახდება მიწვდომადი, თუ ეს კანონმდებლობა მისაღები იქნება საქართველოს რეალობისთვის, რა თქმა უნდა, განხილული იქნება. ნებისმიერი საკითხი უნდა გადაწყდეს კანონის ფარგლებში. ეს არა ინდივიდუალური, მაგალითად, ივანიშვილისადმი მიმართული საკითხია, არამედ ეს არის სისტემური საკითხი, რომელიც სამივე კანდიდატ ქვეყანასთან არის წარდგენილი როგორც წლის ბოლომდე შესასრულებელი პირობა. ვინ არის ოლიგარქი, ეს უნდა მოექცეს კანონმდებლობის ჩარჩოში, ერთ- ერთი კანდიდატი ქვეყნის კანონმდებლობაში მზადდება პროექტი, რომელიც გაივლის ექსპერტიზას და გახდება საჯარო. იქნება დეფინიცია და რეაგირების გეგმა", - განაცხადა სერგეენკომ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს