ქუთაისში, ჯომარდობის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო

ქუთაისში, ჯომარდობის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ჯომარდობის გამშვები ბაზა მოეწყობა ლესელიძის ქუჩაზე, მიმღები ბაზა კი - დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებული საავტომობილო ხიდის მიმდებარედ, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე. გამშვები ბაზა განკუთვნილია მდინარეზე საჯომარდო ნავების დაშვების დასაწყებად, ხოლო მიმღები ბაზა- დაშვების დასრულებისთვის.

შენობებში მოეწყობა მიმღები სივრცე, გასახდელი და საშხაპე მამაკაცებისა და ქალბატონებისთვის, პერსონალის ოთახი, სველი წერტილები, ვერანდა. პროექტი ითვალისწინებს ფასადის მოპირკეთებას და შიდა სარემონტო სამუშაოებს, ასევე მდინარეში ჩასასვლელი ბეტონის ბილიკისა და ნავმისადგომის მოწყობას.

უწყების ცნობით, ჯომარდობის სპორტული ბაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობას საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა აფინანსებს და 1 844 097 ლარია განსაზღვრული.

სამუშაოებს შპს „ინჟმშენი 96“ ასრულებს. ჯომარდობის სპორტული ბაზის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება.

„ქუთაისი რიონისპირა ქალაქია და ამ ბუნებრივ სიმდიდრეს სათანადო გამოყენება უნდა. ჩვენს ქალაქს აქვს საწყლოსნო სპორტის კარგი ტრადიცია. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ ჯომარდობის მოყვარულებს და დავიწყეთ ჯომარდობის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. თანამედროვე სტარნდარტების შესაბამისად მოეწყობა საჯომარდო ნავების გამშვები და მიმღები ბაზები. ამ იდეის განხორცილება შევძელით საპოილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის საშუალებით.

იმედი მაქვს, ჯომარდობის ბაზის მოწყობა ხელს შეუწყობს ქუთაისში ექსტრემალური სპორტით დაინტერსებული ტურისტების მოზიდვას და ზოგადად, ჯომარდობის განვითარებას მთელს ქვეყანაში“, -აცხადებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე