ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფელ სადმელის გზის რეაბილიტაცია ხორციელდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მიმდინარე სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, ინფრასტრუქტურული ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ ალექსანდრე ქურციკიძესთან ერთად დაათვალიერა.

„გარდამავალი პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი 3 კმ-დე მონაკვეთზე დაიგება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მ/წლის აპრილში დაიწყო და პირველი ეტაპის დასრულება ამავე წლის ივლისში იგეგმება.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, მისი სრული ღირებულება 3 264 000 ლარს შეადგენს, პირველ ეტაპზე კი 900 000 ლარი დაიხარჯება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,ორიენტირი" ასრულებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა